გუშინ, 29 ოქტომბერს, ნიუ-იორკში WWD Honors-ის ღონისძება გაიმართა, რომელსაც არაერთი ცნობილი დიზაინერი თუ სელებრითი ესწრებოდა. ღონისძიებაზე ჯილდო შემდეგ დიზაინერებს გადაეცათ: პიერპაოლო პიჩოლის ქალის კოლექციებისთვის , კიმ ჯონსს დიორის მამაკაცის კოლექციებისთვის, სტელა მაკარტნის ეკო-მოდის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ჯორჯო არმანის, რომელმაც საღამოს ყველაზე პრესტიჟული – WWD-ს დამფუძნებლის სახელობის – ჯილდო მიიღო, თუმცა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ღონისძიებაზე ვერ გამოცხადდა და მის მაგივრად ჯილდო ძმისშვილმა, რობერტა არმანიმ მიიღო.
დაჯილდოებას პიერპაოლო პიჩოლი სუპერმოდელ იმანთან ერთად დაესწრო, რომელმაც ვალენტინოს ლეოპარდის კუტიურ კაბა მოირგო.



სტელა მაკარტნი დაჯილდოვებაზე მსახიობ დრიუ ბერიმორთან ერთად წარსდგა.


ღონისძიებას ესწრებოდნენ კიმ ჯონსი და ვერა ვენგიც.

