მოდის ინდუსტრია სწრაფად ცვალებადი და არაპროგნოზირებადია. ტრენდები, რომლებიც დღეს პოდიუმსა თუ ქუჩის სტილს იპყრობს, ხვალ შესაძლოა სრულიად უკვალოდ გაქრეს. თუმცა, ამ ცვალებადობის მიუხედავად, სწორად შერჩეული ჩანთა და ფეხსაცმელი შესაძლოა წლების განმავლობაში დარჩეს ჩვენი გარდერობის ყველაზე ფუნქციურ ნაწილად. მნიშვნელობა არ აქვს როგორი სტილი გაქვთ – სპორტული, თუ კლასიკური – ჩანთა და ფეხსაცმელი ის უმთავრესი დეტალებია, რომლებიც პირდაპირ ხაზს უსვამს ჩვენს გემოვნებას. ჩანთის და ფეხსაცმლის შერჩევისას უპირველესი კრიტერიუმებია ხარისხი, დახვეწილი დიზაინი და პრაქტიკულობა.
დღეს გაგაცნობთ CHARLES & KEITH-ის უახლესი კოლექციის რამდენიმე მოდელს, რომლებიც დიზაინით, მაღალი ხარისხითა და პრაქტიკულობით გამოირჩევა.
საშუალო სიმაღლის ქუსლიანი ფეხსაცმელი არასდროს გადადის მოდიდან, მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე კლასიკურ დიზაინს ეხება. CHARLES & KEITH-ის მრავალფეროვან კოლექციაში მსგავსი სტილის არაერთ ფეხსაცმელს აღმოაჩენთ, მათ შორის არის ეს კონკრეტული მოდელი, რომელიც სხვადასხვა ფერშია წარმოდგენილი.



თეთრი ფერის ფეხსაცმელი და ჩანთა წელს განსაკუთრებით ტრენდული და აქტუალურია. CHARLES & KEITH-ის ეს მოდელი საკმაოდ ეფექტურია და სინთეზური სტილის მოყვარულთათვის იდეალური არჩევანია, რამდენადაც ის ისევე უხდება მეტად სპორტულ ყოველდღიურ ლუქს, როგორც – კლასიკურს.



დახვეწილი ვიზუალის ეს შავი ჩექმა საშემოდგომო სეზონის პრაქტიკული არჩევანია. ის ზომიერი და ამავდროულად გემოვნებიანი გადაწყვეტაა ყოველდღიური, საქმიანი და ასევე, გამოსასვლელი საღამოს ლუქისათვის. სწორედ სადა დიზაინი განაპირობებს იმას, რომ აღნიშნული მოდელის ინტეგრირება შესაძლებელია განსხვავებული გარემოებების მიხედვით შერჩეულ კომბინაციაში.



ყოველდღიური ჩანთის შერჩევა საკმაოდ რთული გამოწვევაა, რადგან ის თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესისათვის დამახასიათებელ ბევრ პრიორიტეტს უნდა პასუხობდეს.CHARLES & KEITH სწორედ ის ბრენდია, რომლის კოლექციაში თქვენთვის სასურველ მოდელს აუცილებლად იპოვით. მათ შორის არის ეს ტევადი თეთრი ჩანთა მეტალის დეტალით. აღნიშნული მოდელი პრაქტიკულობით, ხარისხით და 2022 წლის აქტუალური დიზაინით გამოირჩევა.



გამოკვეთილი ტონალობის ლურჯი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფერია. ჩვენს ყურადღებას იპყრობს ეს მოდელი, რომელიც სადა ლუქისათვის სახასიათო დეტალად იქცევა. სწორად შერჩეულ ფეხსაცმელთან ერთად, აღნიშნული მოდელი ეფექტურ და სრულყოფილ კომბინაციას ქმნის.



CHARLES & KEITH-ის კოლექციებში ვინტაჟური დიზაინის თანამედროვე ინტერპრეტაციებს მრავლად ვხვდებით. მათ შორის არის ეს ყავისფერი ჩანთა, რომელიც გამორჩეული და დახვეწილი სტილის მოყვარულებისათვის საუკეთესო არჩევანია.



ბრენდი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად არის წარმოდგენილი. თუ გსურთ, თქვენს გარდერობს ხარისხიანი ჩანთები და ფეხსაცმელები შემატოთ, მაშინ საუკეთესო დროა სწორედ CHARLES & KEITH-ს ესტუმროთ. მრავალფეროვანი კოლექციის დათვალიერება და შერჩეული მოდელების შეძენა შესაძლებელია ბრენდის მაღაზიებში, რომლებიც მდებარეობს “სითი მოლში”, “თბილისი მოლსა” და “ისთ ფოინთში”