ფეხსაცმელებისა და აქსესუარების კანადურმა ბრენდმა ALDO-მ ახალი, 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა. თანამედროვე და ამავდროულად კლასიკური სტილის მოყვარულებს აღნიშნულ კოლექციაში საინტერესო ნივთები დახვდებათ: იდეალური საზაფხულო სანდლები თასმებითა და ფერადი დეტალებით, მარადიულად მოდური შავი ან ყავისფერი ლოფერები, ფერების მოყვარულთათვის კი, ვარდისფერი ტვიდის ლოფერები და სნიკერები.. ALDO-მ აღნიშნული კოლექცია პირველად, თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე სტენდის სახით წარადგინა. საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვან მოდურ ღონისძიებაზე წარმოდგენილი ულამაზესი სტენდის ფარგლებში, ბრენდმა 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციასთან ერთად საინტერესო მესიჯი “Find your favorite you!” გაავრცელა, რომელიც მომხმარებლებს მოუწოდებდა შეერჩიათ მათთვის მთავარი საზაფხულო აქსესუარი.




ახალ კოლექციაში ასევე ვხვდებით წლევანდელი ზაფხულის ნამდვილ ჰიტს, სქელ ხის პლატფორმას ფერადი ნაქსოვი დეტალებით, რომელიც გარდერობში მარტივად ინტეგრირებადია და ზაფხულის ნებისმიერ ლუქს სახალისოს გახდის. ახალი ნივთების ჩამონათვალშია ასევე ულამაზესი ქუსლიანი მოდელებიც, რომლებიც იდეალური არჩევანი იქნება საზაფხულო ქორწილებისთვის თუ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის.




ფეხსაცმელების გარდა, ALDO მომხმარებლებს ორიგინალური აქსესუარებით ყოველთვის სასიამოვნოდ აოცებს. რა თქმა უნდა, ზაფხულის კოლექცია გამონაკლისი არ არის. სათვალეების ფართო არჩევანი ნებისმიერი გემოვნების მქონე ადამიანებისთვის, თმის აქსესუარები, ულამაზესი ოქროსფერი და ვერცხლისფერი სამკაულები, ზაფხულისთვის შექმნილი ფეხის სამაჯურები, მხიარული და ფერადი საყურეები და ბევრი სხვა რამ, რაც ცხელი სეზონის განწყობას ყველას აუმაღლებს.




ALDO Shoes 1972 წელს ალდო ბენსადუნმა კანადაში, მონრეალში დააარსა. ALDO ერთ-ერთი პირველი რითეილ-კომპანია გახდა, რომელიც ალაპარაკდა ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორებიცაა გარემოს დაბინძურება და ჯანმრთელობაზე ზრუნვა. 2018 წელს ალდო გახდა პირველი ფეხსაცმლის მწარმოებელი კომპანია, რომლის ფუნქციონირებმაც “Climate Neutral” სტატუსი მიიღო. ALDO-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში Cenomi Retail Georgia, კომპანია, რომელიც საქართველოს მასშტაბით არაერთ ცნობილ ბრენდს წარმატებით წარადგენს.

ALDO-ს ოფიციალური მაღაზიები განთავსებულია შემდეგ სავაჭრო ცენტრებში: სითი მოლი საბურთალო, თბილისი მოლი და ისთ ფოინთი. კოლექციების დათვალიერება და შეძენა ასევე შეგიძლიათ ონლაინ: www.shopshop.ge/ALDO