წლების განმავლობაში მოდასა და სილამაზის ინდუსტრიას შორის მჭიდრო კავშირი ჩამოყალიბდა. ეს კავშირი უფრო მეტად გამოიკვეთა მოდის კვირეულების განვითარების კვალდაკვალ. როდესაც ვაფასებთ ჩვენებას, აუცილებლად იგულისხმება ვიზაჟისტების ოსტატობაც, რადგან მას შეუძლია კოლექციისა და ჩვენების კონცეფცია კიდევ უფრო ორიგინალური და შთამბეჭდავი ფორმით მიიტანოს მაყურებლამდე.
4 მაისს ქართული მოდის ინდუსტრიისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ფიზიკური ღონისძიების ფორმატით ბრუნდება. კვირეული 4 მაისს იხსნება და 8 მაისს დაიხურება. წელს კვირეულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორია KIKO Milano. Ბრენდი Make Up Institute-თან ერთად ოთხი განსხვავებული და წარმატებული დიზაინერის ჩვენების ფარგლებში, მოდელების მაკიაჟზე იზრუნებს.


THE SITUATIONIST, KEBURIA, TAKO MEKVABIDZE, IRMA DE FLORE – ეს ის დიზაინერები და მოდის სახლებია, რომელთა ჩვენებაში გამოყენებული მაკიაჟი სწორედ KIKO Milano-ს პროდუქციით შეიქმნება. ეს თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით არის საინტერესო და მომხმარებლებს გავლენიანი და რეპუტაციული ბრენდის – KIKO Milano-ს შესაძლებლობებს სრულიად ახალი კუთხით აჩვენებს. გამოწვევად, თუმცა, ამავდროულად, დამაინტრიგებელ გარემოებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ თითოეული დიზაინერის კონცეფცია, სტილი, ხელწერა და ხედვა ერთმანეთისგან განსხვავდება, შესაბამისად პოდიუმზე გამოსულ მოდელებზე რადიკალურად განსხვავებული სტილისტიკის მაკიაჟს ვიხილავთ.
მსგავსი მასშტაბის ღონისძიებასთან KIKO Milano-ს თანამშრომლობა შემთხვევითი არ არის, რამდენადაც ბრენდი ნამდვილად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რაც მოდის ჩვენებების მაკიაჟის შექმნას სჭირდება – KIKO Milano მრავალფეროვანი პროდუქტებით, სრულყოფილი ტექსტურით, ფერადოვნებით გამოირჩევა.

ჩვენებებამდე სულ ცოტა დრო რჩება და მოდის და მაკიაჟის მოყვარულთა მოლოდინიც მეტად იზრდება. საბოლოო შედეგს პოდიუმზე ვიხილავთ, თუმცა ერთი რამ ნამდვილად ცხადია – KIKO Milano-ს და Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის გადაკვეთით, წინ საინტერესო თანამშრომლობა გველოდება.
KIKO Milano 1997 წელს დაარსდა, სტეფანო პერკასისა და მისი მამის, ანტონიო პერკასის მიერ. გასული ორი ათწლეულის განმავლობაში, ბრენდმა მილიონობით ერთგული მომხმარებელი შეიძინა და იტალიის N1 კოსმეტიკურ ბრენდად იქცა. ამ ეტაპზე მსოფლიოს გარშემო, 30 ქვეყნის მასშტაბით, KIKO Milano-ს 900-ზე მეტი მაღაზია აქვს. 2021 წლის გაზაფხულზე, KIKO Milano საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოვიდა. ბრენდის მაღაზიები თბილისი მოლში, ისთ ფოინთსა და სითი მოლში (საბურთალოზე) მდებარეობს.