წლების განმავლობაში, მოდის სამყაროში წამყვანი ქვეყნები გამოიკვეთა, რომლებიც სტილის შეგრძნებასთან, ხარისხთან, ტანისამოსის დიზაინის შექმნისა და მისი წარმოების ისტორიის საწყისებთან ასოცირდებიან. მათ შორის კი, ერთ-ერთი უპირველესი ადგილი იტალიას უკავია. როდესაც მოდის ბრენდზე საუბრისას სიტყვა „იტალიური“ გვესმის, ეს თავისთავად გულისხმობს შესაბამის სტატუსსა და გავლენას.
და როდესაც იტალიაში აღმოცენებულ მოდასა და მის თანამედროვე სახეზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვახსენოთ Weekend Max Mara, რომელიც 1983 წელს დაარსდა, როგორც ბრენდ Max Mara-ს ყოველდღიური სამოსის ხაზი. Weekend Max Mara იტალიური ცხოვრების წესის გამომხატველ ბრენდად იქცა, რომელიც უნიკალური იდენტობის მატარებელია. დღესდღეისობით, Weekend Max Mara სამოსისა და აქსესუარების მრავალფეროვანი კოლექციებით, უახლესი ტენდენციებისა და მუდმივი, კლასიკური სტილის ჰარმონიულ ბალანსს ქმნის.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ Weekend Max Mara საკმაოდ სინთეზურია – ის ერთდროულად არის თანამედროვე, თავისუფალი და დახვეწილი, ფორმალური და არაფორმალური, რაც მას სხვადასხვა გარემოებისათვის თავსებადი დიზაინის მატარებელ ბრენდად აქცევს. როგორც ბრენდის პოზიციონირება მიგვანიშნებს, მისი ელეგანტური მოდელები ჩარჩოების გარეშე მოაზროვნე და თავისუფალი სულის ქალებისთვის იქმნება, რომელთა ინდივიდუალიზმი მოდის საზღვრებს სცდება. ასეთი მიდგომით ყალიბდება ბრენდის იდენტობა, რაც მოდის მოყვარულებს მისადმი პერსონალურ დამოკიდებულებას უჩენს.
Weekend Max Mara-ს დიზაინი ფემინური სილუეტებით, მაღალი ხარისხის ქსოვილებით და ოსტატური მკერვალებით გამოირჩევა. თუკი ბრენდის კოლექციების არქივს გადავხედავთ, სინთეზურ სახეს აქაც აღმოვაჩენთ, რადგან მინიმალიზმი და მაქსიმალიზმი ერთმანეთს საინტერესოდ ცვლის და Weekend Max Mara-ს ერთი კონცეფციის გარშემო მოძრავ ცოცხალ ბრენდად აქცევს.
სწორედ სინთეზურობამ და ყოველდღიური სტილის ძირითად მიმართულებად განსაზღვრამ, ამ ბრენდის სხვადასხვა ქვეყნის მარკეტზე გავლენას და შესაბამის პოზიციონირებას ჩაუყარა საფუძველი. საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელშიც Weekend Max Mara ოფიციალურად არის წარმოდგენილი. Weekend Max Mara-ს ოფიციალური მაღაზია ჭავჭავაძის გამზირზე, 50 ნომერში მდებარეობს. ბრენდის მაღაზია 2015 წელს გაიხსნა და ამ დროის განმავლობაში, არაერთი ერთგული მომხმარებელი შეიძინა. როგორც საქართველოში მოქმედი მაღაზიის წარმომადგენელი აღნიშნავს, ბრენდის შემოყვანა განაპირობა სურვილმა, რომ ქართველი ქალებისათვის იტალიური სტილი და ხარისხი ხელმისაწვდომი ყოფილიყო – არსებულიყო სივრცე, სადაც მოდის მოყვარულები შეძლებდნენ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული ბრენდის ახალი კოლექციებიდან სასურველი მოდელები შეერჩიათ.
დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ Weekend Max Mara იტალიური სტილისა და თანამედროვე ტრენდების დაკავშირებით ორიგინალურ ხელწერას ქმნის.