2020 წლის მიწურულს, ამერიკული Vogue, გასული 12 თვის ტრადიციულ შეჯამებას გვთავაზობს. ვოგი კვლავ გახლავთ ყველაზე კითხვადი, გავლენიანი და მნიშვნელოვანი გამოცემა მოდის ინდუსტრიაში. თვალი გადავავლოთ მოდის ბიბლიის წლის მიმოხილვის ფარგლებში გამოქვეყნებულ 3 საინტერესო რეიტინგს.
ყველაზე რეიტინგული ფოტოები Vogue -ს ინსტაგრამზე 2020 წელს
აშშ-ის არჩევნებში დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვების შესახებ დადებული სიახლე, ამერიკული ვოგის ინსტაგრამზე წლის ყველაზე რეიტინგული პოსტია.
ამერიკული ვოგის ისტორიაში, პირველად, მამაკაცი ვარსკვლავი სოლო ყდაზე დაიბეჭდა. ბრიტანელი მომღერლის, ჰარი სტაილსის გარეკანზე გამოჩენამ გულშემატკივრებში დადებითი ემოციები გამოიწვია.
აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი და პირველი ლედი, ჯო და ჯილ ბაიდენები
Screen Actors Guild Awards-ზე ბრედ პიტის და ჯენიფერ ენისტონის ხილვამ ინტერნეტში ვნებათაღელვა გამოიწვია. Vogue -ს ფოტოები, რომლებიც 20 წლიანი სხვაობით, ბრედის და ჯენიფერს შეხვედრას აღბეჭდავენ, წლის რეიტინგულ პოსტებში მოხვდა.
სპორტის ლეგენდის, კობი ბრაიანტის სიკვდილმა მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო.
2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე კარგად დასამახსოვრებელი მოგონება ჯენიფერ ლოპეზის და შაკირას სუპერთასის წარმოდგენაა. Vogue -ს მკითხველთა (და არა მარტო) განსაკუთრებული ყურადღება ჯეი ლოს ვარცხნილობამ დაიმსახურა.
წელს ძალიან ბევრი ლეგენდარული და ცნობილი ადამიანი დავკარგეთ, მათ შორისაა მსახიობი ჩედვიკ ბოუსმენი.
მიუხედავად ყველაფრისა, Netflix -ისთვის 2020 საკმაოდ წარმატებული წელი აღმოჩნდა. ამერიკულმა გიგანტმა შექმნილ მძიმე ვითარებაშიც შეძლო რამდენიმე რეიტინგული შოუს შექმნა, მაგალითად: Emily in Paris და The Queen’s Gambit.
ცნობილმა ამერიკელმა მოდელმა, ინფლუენსერმა და მსახიობმა, ემილი რათაკოვსკიმ ორსულობის შესახებ სიახლე ექსკლუზიურად Vogue-ს გადაღებით გაამხილა.
ყველაზე ნახვადი ბრენდები Vogue -ს საიტზე 2020 წელს
- Chanel -დიზაინერი: ვირჯინია ვიარდი.
- Prada -დიზაინერები: მიუჩია პრადა & რაფ სიმონსი.
- Louis Vuitton – დიზაინერები: ნიკოლა ჟესქიერი & ვირჯილ აბლო.
- Christian Dior – დიზაინერები: მარია გრაცია ქიური & კიმ ჯონსი.
- Balenciaga -დიზაინერი: დემნა გვასალია.
- Saint Laurent – დიზაინერი: ენტონი ვაკარელო.
- Valentino – დიზაინერი: პიერპაოლო პიჩოლი.
- Gucci -დიზაინერი: ალესანდრო მიკელე.
- Celine – დიზაინერი: ედი სლიმანი.
- Moschino – დიზაინერი: ჯერემი სკოტი.
მოდასთან დაკავშირებული ყველაზე ნახვადი სტატიები
- It’s Time to Start Wearing a Mask
- Caitroina Before Claire: Highlights From the Outlander Star’s Life in Fashion
- A New Bridal Label Is Using Deadstock From a 300-Year-Old Mill Famous for Its Royal Ties
- Meet Digi-Bella—Bella Hadid’s Virtual Avatar Stars in Mugler’s New Film
- Virgil Abloh Shares Pics of His LV2 Collaboration With Nigo and Clarifies That Streetwear Is Dead Comment
- ‘I Am Probably Getting Closer to Sexuality, Just Because It Seems the Opposite of Self-Pity’
- The 17 Items That Defined 2020
- Meet Julia Schönberg, Jean Paul Gaultier’s Longtime Muse
- My Sister Is a Nurse in a New York Hospital, and They Aren’t Just Running Out of Masks
- Reese Cooper Is Giving You the Pattern, Fabric, and Sewing Kit to Make Your Own Jacket