2021 წელს Margaret Zhang გახდა „ვოგის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მთავარი რედაქტორი. მარგარეთი 27 წლის იყო, როდესაც ჟურნალის ჩინურ გამოცემას ჩაუდგა სათავეში. მიუხედავად იმისა, რომ მარგარეთს არ ჰქონდა ჟურნალში რედაქტორად მუშაობის გამოცდილება, მისი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარდგენა Vogue-ისთვის სტრატეგიულ მიზანს ემსახურებოდა – ახალგაზრდა, ციფრულ კონტენტზე ორიენტირებული მკითხველის მიზიდვა.
ახლადგავრცელებული ინფორმაციით, Margaret Zhang-ის სამწლიანი კონტრაქტი „ვოგის“ გამომცემელ Condé Nast-თან, რომელიც მომავალ თვეს იწურება, აღარ გაგრძელდება. აქვე გეტყვით, რომ Vogue China აზიაში „ვოგის“ ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გამოცემაა.
ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს საპასუხისმგებლო პოზიციას მარგარეთის შემდეგ.