წელს მოდის ბიბლიად წოდებული ჟურნალის, Vogue-ის დაარსებიდან 130 წელი გადის. საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად, ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე სპეციალური ღონისძიება გაიმართა. “VOGUE World: New York” მოიცავდა გახმაურებულად დაანონსებულ მოდურ ჩვენებასაც, რომელზეც სხვადასხვა მაღალი მოდის ბრენდის კოლექციები იქნა წარმოდგენილი.
გრანდიოზული საღამო ლეგენდარულმა სერენა უილიამსმა ბალენსიაგას სამოსით გახსნა. ლუქი ექსკლუზიურად სერენასთვის შეიქმნა.
აქვე შეგახსენებთ, რომ სერენა ამშვენებს ამერიკული ვოგის სექტემბრის ნომერსაც. წლის ყველაზე მნიშვნელოვან ნომერში, უილიამსმა ჩოგბურთიდან წასვლა დააანონსა.