ამერიკული ვოგის 2022 წლის თებერვლის ნომრით, სამხრეთ კორეელი მოდელი და მსახიობი ისტორიაში შევიდა – ჰოიონი პირველი ვარსკვლავია აღმოსავლეთ აზიიდან, რომელიც ვოგის ამერიკული გამოცემის სოლო გარეკანზე დაიბეჭდა.
Vogue ამერიკა 2022 წლის თებერვალი
მიუხედავად იმისა, რომ HoYeon Jung მოდელის სტატუსით ადრეც ჩნდებოდა წამყვანი მოდის სახლების ჩვენებებსა და ფოტოსესიებში, მის შესახებ მსოფლიომ Squid Game-ის გამოსვლის შემდეგ შეიტყო.
Squid Game – ეს არის ნეტფლიქსის სამხრეთ კორეული სერიალი. რომელიც სტრიმინგ სერვისის არსებობის ისტორიაში, ყველაზე ყურებადი პროექტის სტატუსს ფლობს.
ვოგის გარეკანზე ჰოიონს Louis Vuitton-ის 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია აცვია, რაც შემთხვევითობა არ არის. სერიალის გამოსვლის შემდეგ, სამხრეეთ კორეელი ლუი ვიტონის გლობალურ ელჩადაც დასახელდა.