ჟურნალი ვოგი ოცზე მეტ ქვეყანაში გამოიცემა, მაგრამ ყველაზე დიდი ისტორიით, გავლენით და მნიშვნელობით 4 ქვეყნის გამოცემა გამოირჩევა: ამერიკული ვოგი, პარიზის ვოგი, ბრიტანული ვოგი და იტალიური ვოგი.

2019 წელს ვოგის დიდი ოთხეულის ყდაზე 71 ადამიანი მოხვდა, მათ შორის სოლო ყდაზე დაიბეჭდა 31. 71 ქავერ-ვარსკვლავიდან მხოლოდ ორია მამაკაცი.

რაოდენობრივად ყველაზე ბევრი ქავერ-ვარსკვლავი ბრიტანულ ვოგზე ვიხილეთ, ყველაზე ცოტა – პარიზის ვოგზე. ბრიტანული ვოგი იყო რასობრივად ყველაზე მრავალფეროვანიც, ხოლო პარიზის ვოგი პირიქით.

პროფესიონალი მოდელებისთვის ყველაზე ღია კვლავ იტალიური და ფრანგული გამოცემებია, მიუწვდომელი – ამერიკული. ანა ვინტურის ხელმძღვანელობით, 2019 წელს, ამერიკული გამოცემის ყდაზე არცერთი მოდელი არ დაბეჭდილა.

წელს, დიდი ოთხეულის ქავერ-ვარსკვლავებიდან, ასაკობრივად ყველაზე უფროსი ჯეინ ფონდაა, 81 წლის, მას მოსდევს ჯეინ ბირკინი 73 წლის. ყველაზე ახალგაზრდა კლიმატური ცვლილებების აქტივისტი, გრეტა თანბერგი, 16 წლის და სინდი კროუფორდის ტოპ მოდელი ქალიშვილი, კაია გერბერი, 18 წლის.

Vogue US 2019

2019 წელს ამერიკული ვოგის ყდაზე 19 ვარსკვლავი დაიბეჭდა, მათ შორის არცერთია პროფესიონალი ტოპ მოდელი. ჯასტინ ბიბერი ერთადერთი მამაკაცია, რომელიც წელს ვოგის ამერიკული გამოცემის ყდაზე მოხვდა. 19 ვარსკვლავიდან 7 არის ფერადკანიანი : 2 აზიელი, 3 შავკანიანი, 2 ინდოელი. ყველაზე ბევრი ყდა, ჯამში 4, ენი ლეიბოვიცმა გადაიღო.

იანვარი 2019 : Priyanka Chopra by Annie Leibovitz.


თებერვალი 2019: Reese Witherspoon by Zoe Ghertner.


მარტი 2019: Hailey & Justin Bieber by Annie Leibovitz.


აპრილი 2019: Deepika Padukone, Doona Bae, Scarlet Johansson, Etomi Wellington, Angelababy, Lea Seydoux, Elizabeth Debicki by Mikael Jansson.


მაისი 2019: Kim Kardashian West by Mikael Jansson.


ივნისი 2019: Zendaya by Tyler Mitchell.


ივლისი 2019: Margot Robbie by Inez & Vinoodh.


აგვისტო 2019: Ariana Grande by Annie Leibovitz.


სექტემბერი 2019: Taylor Swift by Inez & Vinoodh.


ოქტომბერი 2019: Olivia Colman by Annie Leibovitz.


ნოემბერი 2019: Rihanna by Ethan James Green.


დეკემბერი 2019: Phoebe Waller-Bridge by Ethan James Green.

Vogue Paris 2019

2019 წელს პარიზის ვოგის გარეკანზე 12 ვარსკვლავი მოხვდა. რაიან ვან რომფეი ფრანგული გამოცემის ფავორიტია. ჰოლანდიელი ტოპ მოდელი მარტის, მაისის და სექტემბრის ნომრის ყდებზე ვიხილეთ. ადუთ აკეჩი ერთადერთი შავკანიანია, რომელსაც წელს პარიზის ვოგის დამშვენების პატივი ხვდა წილად. ყველაზე ბევრი გარეკანი, ჯამში 6, მაიკლ ჯენსონმა გადაიღო.

დეკემბერი 2018/იანვარი 2019: ‘The Birkin Clan’ by Lachlan Bailey.


თებერვალი 2019: Erika Linder by Mikael Jansson.


მარტი 2019: Rianne van Rompaey by David Sims.


აპრილი 2019: Adut Akech, Andreea Diaconu, Raquel Zimmermann by Inez and Vinoodh.


მაისი 2019: Rianne van Rompaey by Mikael Jansson.


ივნისი / ივლისი 2019: Gisele Bündchen by Mikael Jansson.


აგვისტო 2019: Kate Moss by Inez & Vinoodh.


სექტემბერი 2019: Rianne van Rompaey by Mikael Jansson, Alasdair McLellan, Juergen Teller & Inez & Vinoodh.


ოქტომბერი 2019: Laurijn Bijnen by David Sims.


ნოემბერი 2019: Erika Linder by Mikael Jansson.


დეკემბერი 2019: Virginie Efira by Mikael Jansson.

Vogue UK 2019

ვოგის ბრიტანული გამოცემის გარეკანზე 27 ვარსკვლავი ვიხილეთ. მაღალი ციფრი სექტემბრის ნომრის ქავერ-ვარსკვლავების რაოდენობიდან გამომდინარეობს. ბრიტანულ ვოგში მსახიობების, მომღერლების და მოდელების ყდები ყველაზე მეტად არის დაბალანსებული. 6 სოლო ყდაზეა სელებრითი, 5 სოლო ყდაზე – მოდელი. ბალანსი შეიმჩნევა რასობრივადაც. 27 ქავერ-ვარსკვლავიდან 14 არის ფერადკანიანი. ყველაზე ბევრი გარეკანი, ჯამში 4, სტივენ მეისელმა გადაიღო.

იანვარი 2019: Dua Lipa by Nadine Ijewere.


თებერვალი 2019: Emma Stone by Craig McDean.


მარტი 2019: Naomi Campbell by Steven Meisel.


აპრილი 2019: Naomi Scott by Nick Knight.


მაისი 2019: Kate Moss by Jamie Hawkesworth, Mikael Jansson & Inez & Vinoodh.


ივნისი 2019: Madonna by Mert & Marcus.


ივლისი 2019: Zoe Kravitz by Steven Meisel.


აგვისტო 2019: Karlie Kloss by Steven Meisel.


სექტემბერი 2019: Adut Akech, Adwoa Aboah, Ramla Ali, Jacinda Ardern, Sinead Burke, Gemma Chan, Laverne Cox, Jane Fonda, Salma Hayek Pinault, Jameela Jamil, Chimamanda Ngozi Adichie, Francesca Hayward, Yara Shahidi, Greta Thunberg, Christy Turlington Burns by Peter Lindbergh.


ოქტომბერი 2019: Kaia Gerber by Steven Meisel.


ნოემბერი 2019: Jourdan Dunn by Nick Knight.


დეკემბერი 2019: Emma Watson by Alasdair McLellan & Lizzo by Kloss Films.

Vogue Italia 2019

წელს იტალიური ვოგის გარეკანზე 16 ადამიანი დაიბეჭდა. ტრადიციულად, იტალიური ვოგის ყდების უმრავლესობა მოდელებს ეთმობათ. 16 ქავერ-ვარსკვლავიდან მხოლოდ 3 არის სელებრითი. ამერიკელ მოდელს, Rebecca Leigh Longendyk – ს განსაკუთრებული პატივი ხვდა წილად. 2019 წელს რებეკა იყო იტალიური გამოცემის პირველ (იანვრის) და ბოლო (დეკემბრის) ნომრების გარეკანებზე. გასულ 12 თვეში იტალიური ვოგი არ დაუმშვენებია არცერთ აზიელ მოდელს, 16 ქავერ ვარსკვლავიდან 5 არის შავკანიანი. აღნიშვნას იმსახურებს სამხრეთ სუდანელი ტოპ მოდელი, ადუთ აკეჩი, რომელიც სექტემბრის ყდაზე ვიხილეთ. ყველაზე ბევრი ყდა, ჯამში 4, მერთმა და მარკუსმა გადაიღეს.

იანვარი 2019: Rebecca Leigh Longendyke by Craig McDean.


თებერვალი 2019: Kendall Jenner by Mert & Marcus.


მარტი 2019: Amber Valletta by Mert & Marcus.


აპრილი 2019: Rianne Van Rompaey by Karim Sadli.


მაისი 2019: Anok Yai by Steven Klein.


ივნისი 2019: Lana Del Rey by Steven Klein.


ივლისი 2019: Gigi Hadid by Alasdair McLellan, Karen Elson by Harley Weir, Imaan Hammam by Theo Sion.


აგვისტო 2019: Stephanie Seymour & Claudia Schiffer by Collier Schorr.


სექტემბერი 2019: Vilma Sjöberg by Mert & Marcus & Adut Akech by Paolo Roversi.


ოქტომბერი 2019: Jaden & Willow Smith by Hugo Comte.


ნოემბერი 2019: Florence Hutchings by David Sims.


დეკემბერი 2019: Rebecca Longendyke by Mert Alas & Marcus Piggott.