თითქმის 2 კვირიანი ლოდინის შემდეგ, ამერიკულმა ვოგმა სექტემბრის ნომრის ყდები გამოაქვეყნა. 2020 წლის სექტემბრის თვისთვის მოდის ბიბლიამ 2 აფრო-ამერიკელი არტისტს, Jordan Casteel – ს და Kerry James Marshall – ს სრული შემოქმედებითი თავისუფლება მისცა , რაც აგრეთვე გულისხმობდა გარეკანზე გამოსახული ვარსკვლავის შერჩევის შესაძლებლობას.
Jordan Casteel -მა გარეკანისთვის დიზაინერი აურორა ჯეიმსი შეარჩია, რომელმაც ამერიკელთა ყურადღება,ივნისში, რასობრივი უთანასწორობის საპროტესტო აქციების დროს მიიქცია. რაც შეეხება მეორე გარეკანს, Kerry James Marshall – ს შექმნილ ყდაზე გამოგონილი პერსონაჟია წარმოდგენილი.
#1 ყდა #2 ყდა
2017 წლის სექტემბერში, ამერიკული ვოგის ერთ-ერთ ყდაზე არტისტის მიერ დახატული ჯენიფერ ლოურენსი ხილვა სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, თუმცა იგივეს თქმა 2020 წლის სექტემბერში რთულია. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, გასული 4 თვეა, ესპანურიდან რუსულ ვოგამდე, თითქმის ყველა გამოცემამ უკვე შემოგვთავაზა არტისტების ილუსტრაციები, ნახატები. ხელოვანებისთვის შემოქმედებითი თავისუფლების მიცემა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა მას შემდეგ, რაც გამოგონილი პერსონაჟები, მიწვეული მხატვრები, ილუსტრაციები უკვე თვეებია ტრიალებს ჟურნალების სტენდებზე, ამერიკული ვოგის სექტემბერის ნომერზე წარმოდგენილი ეს ნახატები მღელვარებას არ იწვევს.