Vivienne Westwood

ახალ კოლექციაში გამოყენებული ნაჭრების 90%-ი არქივებიდანაა, ჯინსების ჩათვლით, ნათქვამია ბრენდის პრეს რილიზში. მსგავსი ნაბიჯები ვესტვუდისთვის სიახლე არ არის, ის უკვე წლებია ცდილობს პოზიტიური გავლენა იქონიოს გარემოზე.

Molly Goddard

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში მეორე ლოქდაუნია და მოლი გოდარდი ექიმის რჩევით იანვრიდან იზოლაციაშია, მან მაინც შეძლო კოლექციის გამოტანა ლონდონის მოდის კვირეულზე. “ეს კოლექცია ყველა მხრივ ურთულესი შესაქმნელი იყო, თუმცა ვთვლი, რომ ჩვენ ყველაფერს გავართვით თავი.” ამბობს დიზაინერი.

Matty Bovan

მეთის ფსიქედელიური პრინტები და კოლაჟები ტრადიციულად მის ლონდონიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში მდებარე სახლში შექიმნა. დიზაინერის თქმით, ლონდონში მეორე ლოქდაუნმა მის შთაგონებას ხელი არ შეუშალა, პირიქით, ხელიც კი შეუწყო.