ვიტორია ჩერეტი რეკლამას უწევს Calvin Klein-ის 2024 წლის ზაფხულის მონოქრომულ კოლექციას. ფოტოებზე ის აღბეჭდილია დენიმის ქურთუკითა და გრძელი ქვედაბოლოთი, მაქმანებიანი ბიუსჰალტერით და გრძელი აბრეშუმის კაბით. სამოსი თეთრი ფერის მსუბუქი მატერიებით არის შექმნილი. მარტივი სილუეტები, ჰაეროვანი ტექსტურა და სისადავე თითოეულ დიზაინს სასურველს ხდის ზაფხულის სეზონისთვის.

ვიტორია ჯოშ ოლინსის ობიექტივში მოექცა, რომელმაც ნიუ-იორკის ურბანულ გარემოში ისეთივე მინიმალისტური კადრები გადაიღო, როგორიც Calvin Klein-ის კოლექციაა.

სარეკლამო ვიდეორგოლი