სამშაბათს ცნობილი გახდა, რომ ქალის თეთრეულის ამერიკული ბრენდის, Victoria’s Secret -ის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობას ადამ სელმანი დაიკავებს. ამერიკელი დიზაინერი მოდის მოყვარულებში ცნობილია რიანასთან თანამშრომლობით. სწორედ ადამ სელმანის შექმნილია რიანას 2014 წლის CFDA-ის კოსტიუმი, რომლითაც ვარსკვლავმა ამერიკელ დიზაინერთა საბჭოსგან Fashion Icon-ის ჯილდო მიიღო. ადამ სელმანის კოსტიუმები ეცვა რიანას Victoria’s Secret -ის 2012 წლის შოუზეც, როდესაც ბარბადოსელი მომღერალი ჩვენებაზე პერფორმერად იყო მიწვეული. 

გარდა სასცენო კოსტიუმებისა, ადამ სელმანი მუშაობდა რიანას თეთრეულის ბრენდშიც, Savage X Fenty-შიც, სადაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სპორტული და ე.წ. “activewear“ ხაზების ჩამოყალიბებაში.    

ადამ სელმანი

ადამ სელმანი Victoria’s Secret -ის შემოქმედებითი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობას 14 აპრილიდან დაიწყებს.