5 წლიანი პაუზის შემდეგ, საცვლების ბრენდი Victoria’s Secret საკულტო შოუს აბრუნებს. ფრთები, სუპერმოდელები, დრამა და ექსტრავაგანზა – ყველაფერი, რამაც Victoria’s Secret-ის შოუ 2000-იან წლებში გლობალურ ფენომენად აქცია, თუმცა ამას “კომპანიის მიერ ნასწავლი გაკვეთილები” დაემატება.

ანია რუბიკი, ანა ვიალიცინა და ქენდის სვონეპოელი 2011 წლის VSFS-ს კულისებში

“ჩვენ ყველა კომენტარს ვკითხულობთ და გავიგეთ თქვენი მესიჯი,” ნათქვამია ბრენდის სოციალურ ქსელებში განთავსებულ განცხადებაში, “The Victoria’s Secret Fashion Show დაბრუნდება და ასახავს ჩვენს ახლანდელ იდენტობას, პლიუს ყველაფერს, რაც თქვენ გიყვართ და იცნობთ – გლამური, პოდიუმი, ფრთები, მუსიკალური გაფორმება და სხვა… დღეიდან ყველაფერი უფრო საკულტო იქნება.”

ლინდსი ელინგსონი 2014 წლის VSFS-ზე

გასულ წელს ბრენდმა Amazon Prime-ის სტრიმინგ სერვისზე “The Victoria’s Secret World Tour” გამოუშვა, რომელიც VSFS-ს ერთგვარი ჩანაცვლება უნდა ყოფილიყო. პროექტმა არ გაამართლა. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს #MeToo მოძრაობის ფარგლებში კომპანიის დიდი ხნის მარკეტინგის გენერალური დირექტორი, ედ რაზეკი, სექსუალურ შევიწროებაში და ტოქსიკური სამუშაო გარემოს შექმნაში დაადანაშაულეს, რასაც მისი კომპანიიდან წასვლა მოჰყვა. ამასთან, ედს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა პლუს ზომისა და ტრანსგენდერ მოდელებთან დაკავშირებით.

დოუცენ კრუსი და რიანა 2012 წლის VSFS-ზე

ამ ეტაპისთვის, შოუს ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა WWD ადასტურებს, რომ ჩვენება ძველი ტრადიციის მიხედვით, შემოდგომაზე ჩატარდება.