მიმდინარე წლის მესამე კვარტლის გაყიდვებისა და მომხმარებელში ზოგადი განწყობის შეფასების შემდეგ, გაირკვა, რომ Victoria’s Secret-ის შედეგებმა უოლ-სტრიტის მოლოდინებს გადააჭარბა.

უკვე მრავალწლიანი კლების შემდეგ, წელს ბრენდის შემოსავალი შემოსავალი 2%-ით გაიზრდება, რაც შესაძლოა არ არის შთამბეჭდავი კომერციული წარმატების მაუწყებელი, მაგრამ ბრენდის მიმართ არსებული სკეპტიკური განწყობების გათვალისწინებით, კარგი შედეგია. გეტყვით, რომ სფეროს ექსპერტები Victoria’s Secret-ს წელსაც გაყიდვების კლებას უწინასწარმეტყველებდნენ. 


აღსანიშნავია, რომ შოუსთან და სხვა მარკეტინგულ აქტივობებთან ერთად,  Victoria’s Secret-ის წარმატებას ახალ ხელმძღვანელსაც უკავშირებენ. წელს ბრენდმა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე ჰილარი სუპერი წარადგინა, რომელიც ხსენებულ თანამდებობაზე Victoria’s Secret-მა რიანას თეთრეულის ბრენდიდან, Savage x Fenty-იდან მოიწვია.