Vetements-ის 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება 22 იანვარს პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართება. ეს იქნება მეორე პრეზენტაცია, რომელსაც ბრენდი დემნა გვასალიას წასვლის შემდეგ მოაწყობს.
2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე Vetements-ს ჩვენება არ ჰქონია. ნაცვლად ამისა, ახალი კოლექცია სხვადასხვა საცალო მოვაჭრეებთან drop-ების სახით მჟღავნდებოდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია სად გაიმართება ის, თუმცა, როგორც დაანონსდა, ეს ბრენდის ყველაზე დიდი ჩვენება იქნება მათ შორის, რაც აქამდე ჰქონიათ. დამატებითი დეტალების შესახებ Vetements-ის ოფიციალურ ინსტაგრამზე მოგვიანებით გახდება ცნობილი.