6 აგვისტოს იტალიური მოდის სახლი, Versace ცნობილი პარფიუმის, Eros-ის ახალ სარეკლამო რგოლს გაავრცელებს. რეკლამის მთავარი გმირი და სუნამოს სახე მსახიობი ჩენინგ ტატუმი იქნება. აღსანიშნავია, რომ ჩენინგმა კარიერა სამოდელო ბიზნესში დაიწყო. „როდესაც მოდელობა დავიწყე, 2000-იან წლებში, Versace იყო ის ბრენდი, რომელთან თანამშრომლობაც ყოველთვის მინდოდა, მაგრამ არასდროს მომეცა ამის შესაძლებლობა, ამიტომ ეს კამპანია ჩემთვის განსაკუთრებულია.“ – განაცხადა ტატუმმა.

ახალი კამპანიის მიმართ მღელვარებაა Versace-ს ბრენდშიც. „მომეწონა ჩენინგთან მუშაობა ამ გადაღებაზე. იგი არამარტო საოცრად გამოიყურება, არამედ ამ კამპანიაში მთელი გული ჩადო. ის ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და მომხიბვლელი მამაკაცია, რომელსაც შევხვედრილვარ. წარმოადგენს თანამედროვე მასკულინურობას – ვერსაჩეს ბრენდისთვის იდეალური მამაკაცია.“ – აღნიშნა დონატელა ვერსაჩემ.