
დონატელა ვერსაჩემ ინსტაგრამის მეშვეობით გამომწერებს სიახლის შესახებ ამცნო: ბრენდში ახალი ხაზი, Versace Icons ჩაუშვეს, რომელიც მოდის სახლის ყველაზე ცნობილ და პოპულარულ დიზაინებს გააერთიანებს. “Versace Icons ვერსაჩეს ქალის განსახიერებაა. სამოსი და აქსესუარები სახლის კოდებითაა შექმნილი, მათ შორის ბაროკოს პრინტითა და მედუზა ’95-ის ემბლემებით.” ნათქვამია ვერსაჩეს ოფიციალურ საიტზე.
სარეკლამო კამპანიიდან, ჯერ-ჯერობით მხოლოდ თავად დონატელას მიერ ინსტაგრამით გავრცელებული ფოტოა ხელმისაწვდომი, რომელშიც მსახიობი ენ ჰეთევეი მონაწილეობს. დონატელამ ასევე გაავრცელა ვიდეო კამპანიის გადაღებებიდან, სადაც ჩანს, თუ როგორ პოზირებს მსახიობი კამერების წინ, ასევე, მისი ურთიერთობა დონატელასთან. “ენთან მუშაობა გადასაღემ მოედანზე Versace Icons-ისთვის ძალიან შთამაგონებელი იყო. მისი ნიჭი და შესაძლებლობა, გააცოცხლოს კოლექცია, ყველასთვის ნათელია,” ნათქვამია ვიდეოს ქეფშენში დონატელას ინსტაგრამზე, “გადასაღებ მოედანზე ენი სხვადასხვა როლებს ირგებს, თუმცა ის მაინც ბუნებრივია. ის საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიაა ვერშსაჩეში, რა თქმა უნდა! ენ, შენ ძალიან დიდი პროფესიონალი ხარ და მიხარია, რომ ჩვენი ოჯახის წევრს გიწოდებ.”
რაც შეეხება ფოტოს, რომელიც დონატელამ ინსტაგრამ-გვერდზე გააზიარა, ქეფშენში დიზაინერი აღნიშნავს, რომ ეს კოლექცია მისთვის ძალიან პირადული და განსაკუთრებულია. პოსტში არსადაა ნახსენები, ვიხილავთ თუ არა სხვა სახეებს კამპანიისთვის, თუმცა დონატელას გამომწერები კომენტარებში აღნიშნავენ, რომ მათ ბრიტნი სპირსისა და პერის ჰილტონის ნახვა სურთ.
ჯერ-ჯერობით უცნობია ისიც, არის თუ არა ეს კოლექცია პერმანენტული თუ კაფსულა და გაფართოვდება თუ არა არჩევანი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ეტაპზე ოფიციალურ საიტზე მხოლოდ 54 ნივთია ხელმისაწვდომი. რაც შეეხება ფასებს, ისინი 280-დან 5500 ევრომდე მერყეობს, ყველაზე დაბალ ფასიანი ნივთი მედუზას საყურეებია, ხოლო ყველაზე ძვირადღირებული – მინი ვარდისფერი მეტალის კაბა, რომლითაც პერის ჰილტონმა გაზაფხული/ზაფხული 2023 წლის ჩვენება დახურა. კაბა ასევე ვარდისფერი ვერსიაა საკულტო ვერცხლისფერი მინი კაბის, რომელიც პერისს საკუთარ 21-ე დაბადების დღეზე ეცვა.