Tapestry, Coach-ისა და Kate Spade-ის მფლობელი კონგლომერატი, Capri Holdings-ს 8.5 მილიარდ დოლარად ყიდულობს, ინფორმაციას საერთაშორისო მედიის ცნობილი გამოცემები ადასტურებენ. Capri Holdings მაიკლ კორსის, ვერსაჩესა და ჯიმი ჩუს მფლობელი კომპანიაა.
კაპრი ჰოლდინგში კრიზისზე ჭორები ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გავრცელდა, თუმცა გაყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაცია აქამდე არ გავრცელებულა. სიახლე ამერიკულ ბაზარზე ძვირადღირებულ ნივთებზე მოთხოვნის კლებას მოჰყვა.
Tapestry ამერიკული კონგლომერატია, შესაბამისად იტალიური მოდის სახლი Versace, ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდება ამერიკულ მოდის სახლებთან, როგორებიცაა: Coach, Stuart Weitzman, Kate Spade და ა.შ. ერთიანობაში, Tapestry-სა და Capri Holdings-ის საერთო წლიური მოგება დაახლოებით 12 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
როგორც ამას New York Times აღნიშნავს, ეს გაერთიანება ერთ-ერთი მაუწყებელია იმისა, რომ ამერიკაში Kering-ისა და LVMH-ის კონკურენტი კომპანიის შექმნა იგეგმება. ორივე კონგლომერატის აღმასრულებელი დირექტორები აღნიშნავენ, რომ ეს გაერთიანება ხელს შეუწყობს “გააფართოვონ მომხმარებლების ბაზა”, კერძოდ Tapestry გავა ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ბაზარზე, ხოლო Capri Holdings აზიის ბაზარზე.
ტრანზაქცია საბანკო სესხის მეშვეობით განხორციელდა, თუმცა, როგორც ამას Tapestry-ში აღნიშნავენ, ისინი გეგმავენ თანხა “უმოკლეს დროში დაფარონ”, მიუხედავად იმისა, რომ ორივე კომპანიის შემოსავლებმა 2023 წელს იკლო.