Versace 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას მილანის მოდის კვირეულზე არ წარადგენს. ბრენდის წარმომადგენელმა WWD – ის ექსკლუზიურად გაუმხილა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიური ბრენდი ახალ კოლექციას 5 მარტს, მთლიანად ციფრულ ფორმაში წარადგენს. შოუში ნაჩვენები იქნება, როგორც ქალის, აგრეთვე მამაკაცის სამოსი. მიუხედავად იმისა, რომ 5 მარტი ემთხვევა პარიზის მოდის კვირეულის კალენდარს, ბრენდი არ ტოვებს მილანს იმ მიზეზით, რომ შეუერთდეს პარიზს. ჩვენება ჩატარდება პარიზის მოდის კვირეულის კალენდარისგან დამოუკიდებლად.

Versace გაზაფხული/ზაფხული 2021

Versace -ს მფლობელი კომპანიის, Capri Holdings – ის ახალ განცხადებაში წერია, რომ ბრენდი პანდემიით გამოწვეულ კრიზისს კარგად გაუმკლავდა და 2020 წლის ბოლოს, გაყიდვების სტაბილური მაჩვენებელი მიიღო.