
2 სექტემბერს, ვენეციის კინოფესტივალის ფარგლებში, ვენეციური არსენალის ტერიტორიაზე ჯორჯო არმანის ოტ კუტიურ ხაზის, Armani Privé-ის, მომდევნო კოლექციის ჩვენება გაიმართება, რომელსაც წვეულება მოჰყვება. აღნიშნული ინიციატივა იტალიელი დიზაინერის “One Night Only” სერიებს ეფუძნება და მის გაგრძელებას წარმოადგენს.
“One Night Only” კონცეფცია არმანიმ პირველად 2006 წელს ლონდონში წარადგინა, შემდეგ კი მსოფლიოს სხვა დიდი ქალაქებიც მოიცვა: ტოკიო 2007 წელს, პეკინი 2012 წელს, რომი და ნიუ-იორკი 2013 წელს, პარიზი 2014 წელს და დუბაი 2021 წელს. ღონისძიებებს, რომელთა სტრუმრების რიგებშიც ყველაზე გავლენიან ვარსკვლავებს ნახავთ, ყოველთვის თან ახლავს ჩვენება, გამოფენა თუ მაღაზიის გახსნა. “One Night Only”-ის ვენეციაში წარდგენით, არმანი კინოს მიმართ სიყვარულს და ამ ქალაქის მიმართ თავის პატივისცემას გამოხატავს.
“ამ ღონისძიებით, რომელიც თვალწარმტაც მოდურ ჩვენებას და შემდეგ soirée-ს მოიცავს, პატივს მივაგებ შემოქმედებითობასა და კინოს შორის არსებულ კავშირს,” – განაცხადა დიზაინერმა.

© Marie Claire / IMAXTREE
ჯორჯო არმანი ვენეციის კინოფესტივალს პირველად 1990 წელს მარტინ სკორსეზეს მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, “Made in Milan-ის,” პრემიერისთვის დაესწრო. Armani Beauty-ს საშუალებით, ის ღონისძიების ერთ-ერთ მთავარ, ხანგრძლივ სპონსორადაც გვევლინება.
ვენეციის საიუბილეო მე-80 კინოფესტივალი 30 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით არის დაგეგმილი.