თუკი დამახასიათებელი იმიჯის შემქმნელ აქსესუარებზე ვისაუბრებთ, ერთ-ერთი მათგანი უდავოდ სათვალეა. გარდა ვიზუალისა, ის საჭირო და პრაქტიკული ნივთია. სათვალის ტარებისას განსაკუთრებულ კომფორტს და სიმყუდროვეს ვგრძნობთ, რაც თავისთავად გვმატებს თავდაჯერებას. სწორედ იმის გამო, რომ სათვალე ფუნქციური აქსესუარია და მას ყველაზე მგრძნობიარე ორგანოსთან – თვალთან აქვს შეხება, მისი არჩევისას ხარისხზე განსაკუთრებით უნდა ვიზრუნოთ. 

თუ ახლა სწორედ სათვალის ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი, უნდა იცოდეთ, რომ არსებობს ბრენდი, რომელიც მაღალ ხარისხს ხელმისაწვდომ ფასად გვთავაზობს. IZIPIZI სათვალეების ფრანგული ბრენდია, რომლის ფერადი კოლექციები თანამედროვე ტრენდების გათვალისწინებით შექმნილ უამრავ მოდელს აერთიანებს. აღსანიშნავია ხარისხისა და საფასო კატეგორიის სინთეზი – IZIPIZI სათვალეები ხელმისაწვდომი და დახვეწილია. ჩვენი მკითხველისთვის განსაკუთრებით კარგი ამბავი კი, ის გახლავთ, რომ ფრანგული ბრენდი საქართველოშიც ხელმისაწვდომია. მისი ოფიციალური წარმომადგენელი „გიგლსია“.

რადგანაც სათვალეზე ვსაუბრობთ, აქვე უნდა ითქვას, რომ ის ვარსკვლავების საყვარელი აქსესუარია. სტატიაში წარმოგიდგეთ სათვალის რამდენიმე მოდელს, რომლითაც ე.წ. Fashion Icon-ის სტატუსით ცნობილი პერსონები ხშირად ჩნდებიან. რეკომენდაციის სახით კი, გაგიზიარებთ მათ ალტერნატიულ ხარისხიან, დახვეწილ და ამავდროულად ხელმისაწვდომ ვერსიებსაც, რომლებსაც სწორედ IZIPIZI-ის კოლექციებში აღმოაჩენთ.

ჰეილი ბიბერი

მიუხედავად იმისა, რომ ჰეილი ბიბერს საკმაოდ წარმატებული სამოდელო კარიერა აქვს, იგი ყველაზე მეტად მაინც თავისი სტილით არის ცნობილი. მის იმიჯს ხშირად განიხილავს, როგორც მოდის პრესა, ასევე სოციალური მედია. ჰეილი ბიბერს საჯაროდ გამოჩენისას თითქმის ყოველთვის უკეთია სათვალე. ის ხშირად ირგებს არა მხოლოდ მზის, არამედ საკითხავ სათვალესაც.  მართალია საკითხავი სათვალე პირველ რიგში პრაქტიკული დატვირთვის აქსესუარია, თუმცა ის ვიზუალურადაც საკმაოდ ეფექტურია და სახასიათო იმიჯის შექმნაში გვეხმარება. 

ჰეილი ბიბერის აღნიშნული მოდელის ალტერნატიულ ვერსიად IZIPIZI-ის C Screen-ის მოდელს გირჩევთ.

ჰარი სტაილსი

თუ დამახასიათებელი იმიჯის მატარებელ ვარსკვლავებს გავიხსენებთ, ჩვენს გონებაში აუცილებლად გაჩნდება ჰარი სტაილსი. უნისექს სტილით გამორჩეული ვარსკვლავი უკვე არაერთი წელია მოდის სამყაროს რჩეულია. მისი და მოდის ინდუსტრიის კავშირზე საუბრისას, მხოლოდ ის ფაქტიც საკმარისია, რომ სტაილსი Vogue-ის ისტორიაში პირველი მამაკაცია, რომელსაც მოდის ბიბლიად წოდებულმა გავლენიანმა ჟურნალმა სოლო ყდა მიუძღვნა. ჰარი  ხშირად ჩნდება სათვალით – ის ამ აქსესუარს ატარებს მუსიკალურ ვიდეოებში, სცენაზე, წითელ ხალიჩაზე თუ უბრალოდ სეირნობისას. რაც შეეხება ვარსკვლავის ამ კონკრეტულ სათვალეს, მის ბიუჯეტური ვერსიის აღმოჩენისათვის, Giggles-ის საიტის საძიებო ველში Nautic მოდელი უნდა მიუთითოთ. 

ტიმოთი შალამე

ტიმოთი შალამე თანამედროვე ჰოლივუდის ახალი თაობის ერთ-ერთი რჩეული სახეა. ახალგაზრდა ვარსკვლავის ნიჭთან ერთად, დიდ ყურადღებას იმსახურებს სტილის მისეული შეგრძნება, რომელიც ყოველთვის გამორჩეულია. ტიმოთის სტილის გამოკვეთილი დეტალი სათვალეა, ის უპირატესობას მეტად კლასიკურ ფორმას ანიჭებს. ვარსკვლავის საყვარელი მოდელის ბიუჯეტური ვერსიის შემთხვევაში, ჩვენ რეკომენდაციას  IZIPIZI-ის C Sun-ს ვუწევთ. ეს სათვალე სხვადასხვა ფერის ჩარჩოთია წარმოდგენილი, ლურჯი კი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მოდელია. 

ზენდეია

აქვე უნდა ვახსენოთ Zendaya – მსახიობი, რომელიც „დისნეის“ ვარსკვლავიდან, პოპ კულტურის მნიშვნელოვან სახედ იქცა. HBO-ს სერიალ Euphoria-ს გამოსვლისთანავე, Zendaya-მ ისეთი ყურადღება დაიმსახურა, რომელმაც იგი ყველაზე აქტუალურ პერსონათა რიგებში მოხვდა. ვარსკვლავის  სამსახიობო კარიერის განვითარებასთან ერთად, არანაკლებ საინტერესოა მისი სტილის ევოლუცია. Zendaya, ისევე როგორც ამ სტატიაში დასახელებული სხვა ვარსკვლავები, დღესდღეობით დიზაინერების, სტილისტებისა და მოდის პრესის რჩეულია. რაც შეეხება სათვალეს, რომელიც მსახიობმა Euphoria-ს ერთ-ერთი სცენის გადაღებისას მოირგო, ამ მოდელის მსგავს ვერსიას ასევე IZIPIZI-ის კოლექციაში N SUN Tortoise-ის სახელწოდებით აღმოაჩენთ.

რიანა

არსებობენ გამორჩეული სტილის ვარსკვლავები და არსებობს Rihanna, რომელსაც შეუძლია ყველაფერი მოირგოს და ტრენდად აქციოს. ვარსკვლავი არაერთხელ გამოჩნდა დიდი ზომის სათვალით, რომელიც ბოლო დროს შესამჩნევი პოპულარობით სარგებლობს. IZIPIZI-ის ეს მოდელი სახელწოდებით SPEED SMALL BLACK CAT 3 ALL WEATHER აქსესუარის ტრენდად ქცეულ ფორმას იმეორებს და თითქმის ყველა მოყვანილობის სახეს უხდება. ეს არის სპორტული მოდელი, რომელიც იდეალურია ისეთი აქტივობებისთვის, როგორებიცაა: ლაშქრობა, ველოსიპედით გადაადგილება თუ თხილამურებით სრიალი.

ჯიჯი ჰადიდი

ჯიჯი ჰადიდი უკვე მრავალი წელია მოდის სამყაროს რჩეულია. ჯიჯი მოდელების იმ თაობას და კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც პროფესიის მიღმა, Instagram-ის ინფლუენსერის სტატუსს ფლობენ. სათვალის მოდელი კი, რომელსაც ამ ფოტოში მის სახეზე ვხედავთ, ყოველდღიური სტილისათვის  ტრენდული არჩევანია. თუ ეს მოდელი, ან მსგავსი სტილი მოგწონთ, IZIPIZI-ის D READING Spicy Clove ზუსტად ის არის, რასაც ეძებთ.

პედრო პასკალი

სერიალების ინდუსტრია ხშირად ერთ დღეში ქმნის სეზონის რჩეულ ვარსკვლავს. მიუხედავად იმისა, რომ პედრო პასკალის სამსახიობო კარიერა მრავალ წელს ითვლის და სხვადასხვა დროს, არაერთ ცნობილ პროექტშიც გამოჩნდა, მისი პოპულარობა HBO-ს ჰიტად ქცეულმა სერიალმა – The Last Of Us-მა განაპირობა. შესაძლოა პასკალი კლასიკური გაგებით ე.წ. Fashion Icon არ არის, თუმცა პოპულარობის კვალდაკვალ, სოციალური მედიის ფოკუსში მისი სტილიც მოხვდა. რაც შეეხება პედრო პასკალის სტილის ნაწილად ქცეულ სათვალის ამ მოდელს, მისი ალტერნატიული ვერსიის რეკომენდაციისას, თქვენს ყურადღებას IZIPIZI-ის E SUN Glossy Ivory-ისაკენ მივაპყრობთ.

და ბოლოს – მნიშვნელობა არ აქვს, რა დანიშნულებით გსურთ  სათვალის შეძენა, რა ფერი მოგწონთ, როგორი სტილი, ან როგორი სახის მოყვანილობა გაქვთ – IZIPIZI-ის მოდელებში აუცილებლად იპოვით ისეთ მოდელს, რომელიც თქვენს საყვარელ ნივთებს შორის ადგილს დაიკავებს. IZIPIZI-ის კოლექციების დათვალიერება შესაძლებელია, როგორც Giggles-ის ვებ გვერდზე, ასევე Giggles-ის ფიზიკურ სივრცეებში, რომლებიც განთავსებულია City Mall-სა და Galleria-ში. ბრენდის სათვალეები ასევე წარმოდგენილია Giggles-ის პარტნიორ სხვადასხვა დაწესებულებაში, რომელთა ჩამონათვალს ასევე ბრენდის ვებ გვერდზე ნახავთ.