Valentino -ს 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენებისათვის პიერპაოლო პიჩოლიმ უჩვეულო ლოკაცია შეარჩია – ქუჩა.
2010-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქუჩის სტილი მოდის ახალი ყველაზე მიმზიდველი მიმართულება გახდა, ტრადიციული წესებით თამაში გამოწვევად იქცა. უდავოა, რომ მათთვის, ვინც მოდას კლასიკურ ჭრილში წარმოიდგენს და ქმნის, არცერთი დეკადა არ ყოფილა ისეთი რთული, როგორიც გასული ათწლეული.
წინააღმდეგობრივი ცვლილებების დროს, პიერპაოლოს ”ვალენტინო” პოზიციონირდა ერთადერთ ბრენდად, რომელმაც მკვეთრი ზრდა ოტ-კუტიურით შეძლო.სწორედ ამიტომ არის პიჩოლის ახალი კოლექციის ლოკაცია აღსანიშნი.
5 ძალიან წარმატებული წლის შემდეგ, დადგა დრო, როდესაც Valentino-მ მდიდრული სასახლეებიდან ქუჩაში გადაინაცვლა. იტალიელი დიზაინერის მოდელები, ახალი სეზონის ტანისამოსს, ჯერ Carreau du Temple -ს შენობაში, ხოლო შემდეგ ქუჩაში წარადგენდნენ.
ახალი კოლექცია კვლავ დახვეწილი მკერვალობით, ძვირფასი ქსოვილებით და სტილისტური კომბინაციებით გამოირჩევა, თუმცა უფრო მარტივი, პრაქტიკული და კომფორტულია, ვიდრე პიჩოლოს სხვა შემოთავაზებები.
შორტები, ფართე ფორმის ჯინსები, ტყავის ჩექმები, მომცრო ზომის აქსესუარები, ფერადი ტოპები და ქურთუკები – უნდა ვივარაუდოთ, რომ 2022 წლის ზაფხულში, Valentino-ს კლიენტების რაოდენობა, ახალგაზრდების ხარჯზე, კიდევ უფრო გაიზრდება.
კოლექციის სრულად სანახავად მიჰყევით ბმულს.