ენტონი ვაკარელოს შემოქმედებითი ხელმძღვანელობით შექმნილი Saint Laurent-ის კამპანიები ყოველთვის განსაკუთრებულად დახვეწილია. ამჯერად YSL-მ აქსესუარების საზაფხულო კოლექცია – Tan Lines გამოუშვა. ვაკარელომ კოლექცია წარადგინა კამპანიით, სახელწოდებით Endless Summer, რომელშიც მოდელი ანია რუბიკი მონაწილეობს. ვიდეო და ფოტო სერიას ფირის ესთეტიკა გამოარჩევს.
კამპანიისათვის ფოტოები ჰენრიკ პურიენემ გადაიღო.








