ჯუნ ტაკაჰაშიმ Undercover-ისთვის თავისი მორიგი ჩვენება ტოკიოს მოდის კვირეულის ფარგლებში გამართა. მან კოლექციას “Creep Very” უწოდა, საუნდტრეკად კი ტომ იორკის დამუშავებული Radiohead-ის “Creep”-ის განსხვავებული ვერსია შეარჩია. თემასთან დაკავშირებით კი აღნიშნა, რომ ის შეეხებოდა “პიროვნებას, რომელიც მყიფე და სუსტია, მაგრამ წრფელი გული აქვს.”

დიზაინერს სურდა, საზოგადოების რთული ემოციური მდგომარეობა ფიზიკური ფორმით წარმოეჩინა, გამოეხატა ის დარდი, რომელსაც თითოეული ინდივიდი ყოველდღიურად დაატარებს და იმედი, რომელიც მათ წინაშეა – სწორედ ეს იყო ის მთავარი საკითხები, რაზეც ტაკაჰაში ახალი დიზაინის შექმნისას ფიქრობდა. კოლექციაში ასევე წარმოდგენილია ანიმე Neon Genesis Evangelion-თან კოლაბორაციით შექმნილი ნაწილები. ჩვენების მსვლელობისას პოდიუმი ცოტახნით ჰუმანოიდებმა მიითვისეს.

“ეს კოლექცია ძალიან განსხვავებულ პერსპექტივას წარმოადგენს,” – ამბობს ტაკაჰაში. “ის ბევრად უფრო პერსონალური და ემოციურია.”

Undercover შემოდგომა/ზამთარი 2021