Fendi შემოდგომა/ზამთარი 2023

“კოლექცია სუფთა და უბრალო, თუმცა მრავლისმთქმელია,” აღნიშნა სილვია ვენტურინი ფენდიმ ვოგთან საუბარში 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენების დაწყებამდე. კოლექციის ავტორი კიმ ჯონსია, რომელთან ერთადაც სილვია უკვე რამდენიმე წელია მუშაობს. კოლექციაში ბრენდმა ახალი ჩანთა “Multi” წარადგინა, რომელზეც ბრენდი დიდ ფსონს დებს. ჩვენების წინა რიგებში სელებრითებისა და მოდის ინსაიდერების, მათ შორის ანა ვინტურის გარდა, დონატელა ვერსაჩეც იყო.

იხილეთ კოლექცია:

Diesel შემოდგომა/ზამთარი 2023

2YK-ის ესთეტიკისა და დაბალწელიანი ჯინსების გარდა, გლენ მარტენსს Diesel-ში კიდევ ერთი რამ გამოსდის კარგად – სექსუალურობის პოზიციონირება ბაზარზე. შემოდგომა/ზამთრის კოლექციის პოდიუმის გაფორმებად დიზაინერმა Durex-თან კოლაბორაციაში შექმნილი პრეზერვატივების უამრავი ყუთი შეარჩია, რომლებსაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბრენდის მომხმარებლები მაღაზიებში საჩუქრად მიიღებენ.

იხილეთ კოლექცია:

Alberta Ferretti შემოდგომა/ზამთარი 2023

იტალიური ელეგანტურობის ერთ-ერთმა წამყვანმა დიზაინერმა, ალბერტა ფერეტიმ მილანის მოდის კვირეულზე მორიგი კოლექცია წარადგინა. სადა ფერებში გადაწყვეტილი სამოსი ჭრებსა და ტექსტურებზე იყო კონცენტრირებული. კოლექციის მთავარი აქსესუარი ქუდები გახდა, ხოლო მთავარი ხაზი – გრძელი ქურთუკები სხვადასხვა ფერებში.

იხილეთ კოლექცია: