გაზაფხული/ზაფხული სწორედ ის სეზონია, როდესაც მინიმალისტური ძალისხმვით მაქსიმალური ეფექტის მიღწევა შეიძლება. ჰაეროვანი სილუეტები და მრავალფეროვანი ფერთა შეხამება გარდერობს ახალისებს და განსაკუთრებულ ენერგიას მატებს. რაც ბუნებრივად ისახება, როგორც ვიზუალურ იერზე, აგრეთვე შინაგან განწყობაზე.
3 მაისს, თბილისის შუაგულში მდებარე Noble Savage-ის კლუბში, ყველასთვის საყვარელი იტალიური ბრენდის, Twinset-ის 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის პრეზენტაცია შედგა. Როგორც ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, Twinset-ის ბრენდი გვთავაზობს იტალიური მოდის სტანდარტების გათვალისწინებით შექმნილ ხელმისაწვდომ, თანამედროვე და ამასთან ერთად, მარადიულ სტილს.



Twinset-ს თავისი საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე, არაერთი საინტერესო წამოწყება, კამპანია და ღონისძიება გაუმართავს. 3 მაისს, სწორედ ასეთი გამორჩეული საღამოს მომსწრე თავადაც გავხდით. 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის პრეზენტაციაზე, თბილისს ბრენდის გენერალური დირექტორი, ალესანდრო ვარისკო ეწვია. მან მოდის სახლის სახელით, კიდევ ერთხელ დაადასტურა განსაკუთრებული დამოკიდებულება საქართველოსა და ქართველი მომხმარებლებისადმი.
პრეზენტაცია, როგორც მოსალოდნელი იყო, ზაფხულის კოლექციით გაიხსნა, რომელიც უკვე წარმოდგენილია მსოფლიოს გარშემო ბრენდის 100-ზე მეტი მაღაზიაში, მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, თბილისისა და ბათუმის ფილიალებში.



შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი ლუქი, რომელმაც გახსნა პრეზენტაცია, ზუსტად ერგება ბრენდის ზოგად ფილოსოფიას – თეთრი მაისური და პრაქტიკული ფეხსაცმელი, ცისფერი შეფერილობის კლასიკურ პიჯაკთან და თანამედროვე შარვალთან ერთად, რომელიც მთლიანობაში ფუნქციურ და მოდურ ლუქს ქმნის. ეტაპობრივად კოლექცია საინტერესოდ განვითარდა და შემოგვთავაზა სხვადასხვა გარემოებებისათვის საჭირო, როგორც სამოსი, აგრეთვე ფეხსაცმელი და ჩანთები, რომლებიც ვიზუალური იერსახის სრულყოფაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კოლექცია აერთიანებდა საქმიანი იმიჯისათვის საჭირო კოსტიუმებს, აგრეთვე ჰაეროვან ქვედაბოლოებს, მკვეთრ ფერებსა და საღამოს წვეულებებისთვის განკუთვნილ ბზინავ მატერიებს.



პრეზენტაცია მთავარი სიურპრიზი კი, შოუს ფინალურ ნაწილში ვიხილეთ. Twinset-მა პირველად და ექსკლუზიურად, ქართველ მომხმარებლებს შემოდგომა/ზამთრის უახლესი კოლექციაც წარგვიდგინა, რომელიც ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით, არცერთ ქალაქში არ არის ხელმისაწვდომი. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი რამ, როდესაც საერთაშორისოდ ცნობილი იტალიური ბრენდი კოლექციას პირველად სწორედ ქართველ მომხმარებლებს აჩვენებს, ჩვენს რეალობაში იშვიათად ხდება. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, ბრენდის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ქართული მარკეტისა და საზოგადოების მიმართ.



შემოდგომის კოლექციაში აღნიშვნას იმსახურებს ნაქსოვი დეტალები, სეზონისათვის დამახასიათებელი ყავისფერი, რაც ბუნებრივიაა, გამომდინარე იქიდან, რომ თავდაპირველად, Twinset ნაქსოვი მატერიებით შექმნილი სამოსის წარმოებაზე იყო ორიენტირებული. სწორედ ოსტატურად შესრულებულმა ნაქსოვმა და შემოდგომა/ზამთრის სეზონისათვის განკუთვნილმა სამოსმა მოუტანა ბრენდს თავდაპირველი აღიარება მშობლიურ იტალიაში. 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის დასათვალიერებლად და შესაძენად ეწვიეთ Twinset-ის მაღაზიებს, რომლებიც მდებარეობს თბილისში ი.ჭავჭავაძის გამზირის 50 ნომერში და ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში.