“ვფიქრობ, ქალი, რომელსაც წითელი აცვია, ყოველთვის შთამბეჭდავად გამოიყურება,” ფრაზა, რომელიც ვალენტინო გარავანის ეკუთვნის, ახლა ძალიან რელევანტურია. Pantone-მ 2023 წლის ფერად “მაგენტა” დაასახელა და მოდის ინდუსტრიამ მითითება გაითვალისწინა. მას შემდეგ, რაც 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის პოდიუმებზე რუხი ფერი ჭარბობდა და ქუჩის სტილის ვარსკვლავებზე თითქმის ექსკლუზიურად რუხსა და ვერცხლისფერს ვხედავდით, როგორც ჩანს, მალე ეს ფერები ცეცხლოვანი წითელით ჩანაცვლდება. მიუხედავად იმისა, რომ მაგენტა წითელის უფრო მუქი, ღრმა ვერსიაა, დიზაინერებმა პოდიუმზე მისი ფართო სპექტრი წარმოგვიდინეს.

ვალენტინოს ახლანდელი კრეატიული დირექტორის, პიერპაოლო პიჩოლის მიერ შექმნილ ახალ კოლექციაში იტალიური მოდის სახლისთვის წითელი ღია ცისფერთან და შავთანაა შეხამებული. კოლექციაში ვხედავთ ასევე ბანტიან მინი ქვედაბოლოებს, რომლებიც ვალენტინო გარავანის ლეგენდარული “Fiesta” კოქტეილის კაბების პიერპაოლოსეული ვერსიაა. რაც შეეხება ახალგაზრდა დიზაინერის, მაქსიმილიან დევისის გახმაურებულ თანამშრომლობას Salvatore Ferregamo-სთვის (რომელიც დევისის რებრენდინგის შემდეგ Ferragamo-თია ცნობილი), წითელი “ხელწერად” იქცა, ისევე, როგორც ვალენტინოსთვის ფუქსია, ან ბოტეგასთვის მუქი მწვანე.

წითელი გამოკვეთილად ჩანდა ასევე ფრანგული მოდის სახლის, Hermès-ის პოდიუმზე, სადაც გამხსნელი ლუქი სწორედ მონოქრომული წითელი იყო. შედარებით ექსტრავაგანტული ინტერპრეტაციით წითელი Prabal Gurung-ის, Mugler-ისა და Bally-ს კოლექციებშია, ტყავის ქურთუკებითა და მაქმანებიანი, საცვლების სტილის კაბებით. ძველი ჰოლივუდის სტილით შთაგონებული წითელი საღამოს კაბები კი Carolina Herrera-სა და Emilia Wickstead-ის კოლექციებში გვხვდება.

იხილეთ ფოტოები 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებიდან
© WWD