
მოდის კვირეულები სელებრითების გარეშე წარმოუდგენელია. მაგალითად, გასული თვის განმავლობაში, ზენდეია ლუი ვიტონის ჩვენებაზე ლეოპარდის კაბით ვიხილეთ, ფლორენს პიუ – ვალენტინოს ჩვენებაზე გამჭვირვალე ქვედაბოლოში, ხოლო დუა ლიპა – სენ ლორანზე კაპიუშონიანი კაბით. თუმცა ზოგჯერ, დიზაინერები სელებრითების წინა რიგებში დაპატიჟებას, მათ პოდიუმზე ხილვას ამჯობინებენ.
მიუჩია პრადას დიდი ხნის მუზა მიუ მიუსთვის, ემა კორინი ბრენდის სამოსში სხვადასხვა წვეულებებზე თუ თოქ შოუებზე ხშირად გამოჩენილა, ამასთან ის მიუ მიუს კამპანიაშიც არაერთხელ იყო. ამჯერად, მიუჩიამ ბრიტანელ მსახიობთან თანამშრომლობა ერთი ნაბიჯით წინ წაწია და მას 2023 წლის შემოდგომა/ზამთრის ჩვენება დაახურინა.
ნეტფლიქსის The Crown-ში პრინცესა დიანას როლისთვის ცნობილ მსახიობს პოდიუმზე კრემისფერი ყელიანი ბლუზა და თვლებიანი მიკრო-შორტი ეცვა, რომელიც სტილიზებული იყო ბრენდის შავი ტყავის კლაჩთან ერთად.
Miu Miu შემოდგომა/ზამთარი 2023

ჩვენების ჩანაწერი სრულად: