ტრემეინ ემორიმ, რომელიც 2022 წლის თებერვალში Supreme-ს პირველ კრეატიულ დირექტორად დაიშნა, დაკავებული თანამდებობა დატოვა. მან კომპანია “სისტემურ რასიზმში” დაადანაშაულა. გარდა ამისა, ემორიმ ყურადღება შავკანიან ამერიკელ არტისტ არტურ ჯაფასთან თანამშრომლობის არასწორად წარმართვაზე გაამახვილა.

Instagram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ემორიმ აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობას არ სურდა, რომ თავისი წასვლის მიზეზად “სისტემური რასიზმი” დაესახელებინა და სთხოვეს, რომ რასისტული ინციდენტის შემთხვევა უერყო.

სოციალურ ქსელში ბრენდ Denim Tears-ის დამფუძნებელმა დიზაინერმა არტურ ჯაფასთან “ფარულად გაუქმებული” კოლაბორაციის შესახებაც აცნობა თავის მიმდევრებს. როგორც მისი მონათხრობიდან ირკვევა, კადრების არ გამოქვეყნების გადაყვეტილება მასთან კონსულტაციის გარეშე მიიღეს, რადგან ერთ-ერთმა შავკანიანმა თანამშრომელმა ჩათვალა, რომ თანამშრომლობა უნდა შეჩერებულიყო. BoF-ის მიერ გამოქვეყნებულ Supreme-ს განცხადებასთან დაკავშირებით კი განაცხადა: “სტატიაში მოხმობილი Supreme-ს განცხადება სიცრუეა და მიმართულია Supreme-ში და თეთრკანიანების მფლობელობაში არსებულ თითქმის ყველა კოროპორაციაში ღრმად გამჯდარი სისტემური რასიზმის დასაფარად.” ბრენდის მხრიდან BoF-თან გაკეთებული განცხადების თანახმად, Supreme “კატეგორიულად” არ ეთანხმება კომპანიის “ტრემეინისეულ დახასიათებას” და ნათქვამს ჯაფასთან კოლაბორაციის შესახებ, რომელიც “არ შეწყვეტილა.”