ტომ ჰარდი Jo Malone London-მა Cypress & Grapevine Cologne Intense-ს ელჩად წარადგინა. ბრიტანელი მსახიობი და პროდიუსერი რეკლამას უწევს სუნამოს, რომელიც ხის სენსუალური და გამომაცოცხლებელი არომატით გამოირჩევა და კვიპაროსის, ვაზის ფოთლის, ხავსისა და ქარვის ნოტებს აერთიანებს.

ლონდონში გადაღებული ერთ წუთიანი ვიდეორგოლი, რომლის რეჟისორიც ედვარდ ბერგერი გახლავთ და რომლის შექმნაშიც მონაწილეობა ტომის მამამ, სცენარისტმა და დრამატურგმა ჩიფს ჰარდიმაც მიიღო, ორ წლიანი პარტნიორობის დასაწყისია.

“ტომი უდავოდ უდიდესი ნიჭის პატრონია,” – განაცხადა Jo Malone London-ის უფროსმა ვიცე პრეზიდენტმა და გლობალურმა გენერალურმა მენეჯერმა ჯო დენსიმ. “ის ინტელიგენტი, მგრძნობიარე, დიდსულოვანი და საზრიანია. ჩვენ ნამდვილად გაგვაოცა მისმა მზაობამ ყოფილიყო მეტი, ვიდრე უბრალოდ კამპანიის სახე. ეს პარტნიორობა Jo Malone London-ის და ტომის მშობლიური ქალაქის ფესვებს ზეიმობს. ჩვენ შემოქმედებითად გავერთიანდით, რათა სუნამოს რეკლამა ახლებურად გაგვეაზრებინა, ამასთან ერთად, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს, ვაგრძელებთ მენტალური ჯანმრთელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას და დიალოგის წარმართვას.”

აღსანიშნავია, რომ ტომი Jo Malone London-ის პირველი მამაკაცი ელჩია. ეს კი მსახიობისთვის პირველი კამპანია: