მას შემდეგ, რაც ტომ ფორდმა თავისი სახელობის ბრენდი 2.8 მილიარდად გაყიდა, ის კიდევ ერთ შთამბეჭდავ უძრავ ქონებას დაეუფლა. დიზაინერმა, რეჟისორმა და CFDA-ს ყოფილმა თავმჯდომარემ ჟაკლინ კენედი ონასისის ჰემპტონში მდებარე ბავშვობის სახლი შეიძინა.

1917 წელს აგებული ქონება ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პირველი ლედის ბებიას და ბაბუას – ჯონ ვერნუ ბუვიე უმცროსს და მოდ სერჟანტ ბუვიეს ეკუთვნოდა. ჯეკი კენედი ბავშვობაში ზაფხულს სწორედ აქ ატარებდა. სახლს ათი საძინებელი, ცხრა სააბაზანო, სასტუმრო კოტეჯი და აუზი აქვს. ბუვიეებმა 8500 კვადრატული ფუტი ფართობის საკუთრებას “Lasata” უწოდეს, ამერიკული ტერმინი, რაც “მშვიდობის ადგილს” ნიშნავს.

ფოტო: Geir Magnusson

უძრავი ქონება გასაყიდად მაისში $55 მილიონად გამოვიდა, გავრცელებული ინფორმაციით, ფორდმა ის $52 მილიონად იყიდა. “Lasata”-ს ბოლო მფლობელი ლოს ანჯელესში დაფუძნებული ფილმების პროდიუსერი დევიდ ზანდერი იყო. მან სახლი ხუთი წლის წინ, მოდის დიზაინერ რიდ კრაკოფისგან შეიძინა, ინდუსტრიის წყაროს ცნობით, $38 მილიონად.