რიან ვან რომფეი “Café Rose”-ს ახალი სარეკლამო კამპანიის მთავარ გმირად გვევლინება. სტივენ კლეინის გადაღებულ გლამურულ, სენსუალურ და ეიფორიულ ვიდეო-რგოლში ჰოლანდიელი მოდელი Tom Ford-ის 2023 წლისთვის ხელახლა გამოშვებული ყვავილოვანი სუნამოს მაცდუნებელ ბუნებას ვიზუალურად ვარდის ფურცლებით მოფენილ საძინებელში განასახიერებს. კამპანიაზე სტილისტად ტომ ფორდის დიდი ხნის შემოქმედებითმა პარტნიორმა კარინ როიტფელდმა იმუშავა.

გადაღებისთვის რიანმა Tom Ford-ის კოლექციიდან შავი ფერის სამოსი მოირგი – გამჭირვალე მაისური, საშუალო სიგრძის ქვედაბოლო, ვერცხლისფრი მბზინვარე ვარსკვლავებით დამშვენებული ბიუსჰალტერი, მაქმანებიანი საცვალი და ღია მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. მისი მოცულობითი ხვეული თმა და “სმოუქი” მაკიაჟით გამოკვეთილი თვალები სრულყოფილად ერგება განწყობას, რომელსაც მისი პერსონაჟი კადრებში ამჟღავნებს.