“შანელმა” გახმაურებულად დააანონსებული სარეკლამო კამპანია გამოაქვეყნა. მამაკაცის სუნამო Bleu de Chanel-ის ახალ სახედ ტიმოთე შალამე 2023 წელს დასახელდა. სიახლეს გავრცელებას ინტერნეტში შესამჩნევი მღელვარება მოჰყვა, რაც შალამეს ვარსკვლავური სტატუსიდან და Bleu de Chanel-ის საკულტო რეპუტაციიდან გამომდინარე, არავის გაკვირვებია. სარეკლამო კამპანიას განსაკუთრებულს ისიც ხდის, რომ მისი რეჟისორი ლეგენდარული მარტინ სკორსეზეა.

სკორსეზემ Bleu de Chanel-ის რეკლამაზე პირველად 2010 წელს ითანამშრომლა. მაშინ, მან რეკლამაში ფრანგი მსახიობი, გასპარ ულიელი გადაიღო. 2022 წლამდე, გასპარის გარდაცვალებამდე, Bleu de Chanel-ის უცვლელი სახე სწორედ ულიელი იყო.

იხილეთ სარეკლამო რგოლი: