იმისათვის, რომ ახლობელ ადამიანს ვაგრძნობინოთ, რამდენად მნიშვნელოვანი და ფასეულია ჩვენთვის, სხვადასხვა გზას მივმართავთ. თუმცა, სიყვარულის, ზრუნვისა, თუ სხვა დადებითი ემოციის გამოხატვის უნივერსალურ ფორმად საჩუქრის ტრადიცია იქცა.
თუ დავფიქრდებით, გავაცნობიერებთ, რომ საჩუქარი არა მხოლოდ ადრესატს, არამედ მის გამცემსაც დიდ ბედნიერებას ანიჭებს. მიზეზი კი, ის სიხარულია, რომელიც კარგად შერჩეულ ნივთს თან ახლავს. სულ მალე 15 აპრილი დადგება – თარიღი, რომელიც სიყვარულის დღედ მოიხსენიება. ამ დღის სიმბოლურ დატვირთვასთან დაკავშირებით, სწორი საჩუქრის არჩევა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.
შესაძლოა, ადამიანის გემოვნებას კარგად ვიცნობდეთ, ვიცოდეთ რა მოსწონს მას, მაგრამ თუ განსაკუთრებულ ნივთს ვეძებთ, მაშინ, არაერთი დეტალის გათვალისწინება გვიწევს.
როდესაც ვსაუბრობთ იდეალურ საჩუქარზე, ვგულისხმოთ, რომ მას ერთდროულად უნდა ჰქონდეს ესთეტიკური, პრაქტიკული და სიმბოლური დატვირთვა – ამ შემთხვევაში კი, აქსესუარი შეუცვლელი არჩევანია. თუკი სწორედ ახლა ფიქრობთ, რა აჩუქოთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს და განსაკუთრებულ ნივთს ეძებთ, მაშინ TI’ME-ის მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილ კოლექციებს უნდა გაეცნოთ.
ტრადიციული და თანამედროვე დიზაინის სინთეზით შექმნილი სამკაულები და მაჯის საათები მრავალფეროვანი არჩევანის საშუალებას მოგცემთ.
რაც ყველაზე მთავარია, უნდა გვახსოვდეს, რომ სწორად შერჩეული აქსესუარი არასდროს გადადის მოდიდან. პირიქით, რაც უფრო დიდხანს ვატარებთ მას, უფრო მეტად ხდება ჩვენი ინდივიდუალიზმის გამომხატველი სიმბოლო და რჩება იმ უნიკალურ ნივთად, რომელთანაც, დროსთან ერთად, უფრო მეტი მოგონება გვაკავშირებს.