The World’s Fair Necklace – ასეთი სახელწოდებით წარადგინა Tiffany & Co.-მ ბრენდის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნივთი დუბაიში გამართულ პრეზენტაციაზე. ჯამში 180 კარატის ალმასებით შექმნილი ყელსაბამი პლატინითაა შექმნილი, ხოლო ცენტრში ტიფანის ცნობილი “Empire” ალმასია, რომელსაც სახელი ნიუ-იორკში მდებარე ცნობილი ცათამბჯენის საპატივცემულოდ დაერქვა.
ყელსაბამი გაყიდვაშია, თუმცა მისი ფასი საჯაროდ ხელმისაწვდომი არაა. ინდუსტრიაში მოღვაწე სპეციალისტების შეფასებით ყელსაბამის ფასი შესაძლოა იყოს 20-დან 30 მილიონ დოლარამდე. ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ ყელსაბამი უფრო ძვირიანია, ვიდრე ცნობილი 128.54 კარატიანი “ტიფანის ალმასი”, რომლის გაყიდვაზეც ბრენდმა წარსულში უარი განაცხადა, რადგან ის “შეუფასებელი იყო”. ბრენდში იმედს გამოთქვამენ, რომ ყელსაბამის მყიდველი ასევე შეძლებს ბრენდს ფინანსურად დაეხმაროს მომავალში გამოფენების გამართვაში.