ქუდი, რომელიც Thom Yorke – ს Radiohead – ის მერვე სტუდიურ ალბომ The King of Limbs – ში შესული სიმღერის, Lotus Flower – ის, მუსიკალურ ვიდეო-რგოლში ახურავს, აუქციონზე იყიდება.
საკულტო მუსიკალურ ვიდეოში გამოყენებული ბოულერის ქუდის აუქციონზე გატანის გადაწყვეტილება საქველმოქმედო მიზნებს ემსახურება. ბრიტანული ბენდი ამ ინიციატივით მხარს უჭერს სათესლე ჯირკვლის კიბოსთან დაკავშირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს. აუქციონიდან მიღებული თანხა Testicular Cancer Education and Awareness და Cahonas Scotland – ს გადაერიცხება.
ამჟამინდელი მონაცემებით, eBay – ზე მიმდინარე აუქციონზე ყველაზე მაღალი შეთავაზებული ფასი 6800 ფუნტია. ბოულერის ქუდზე ასევე წარმოდგენილია Thom Yorke – ის სახელი და Radiohead – ის ლოგო.