HBO-მ პოპულარული სერიალის, The White Lotus-ის შესახებ ახალი დეტალები გაავრცელა. შოუს მესამე სეზონს ჯგუფ Blackpink-ის ლისა უერთდება. სერიალის კონცეფციის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი ის არის, რომ სეზონების მიხედვით იცვლებიან გმირები და იცვლება ისტორიები, თუმცა მუდმივი რჩება ერთი დეტალი – სასტუმროს ბრენდი – The White Lotus. ყოველ სეზონში მოქმედება ამ სასტუმროს სხვადასხვა ფილიალში ვითარდება. ამჯერად შოუს ახალი სეზონის გმირები ტაილანდში გაემგზავრებიან. მესამე სეზონის სამსახიობო შემადგენლობაში ასევე არიან ჰოლივუდის მსახიობები: პარკერ პოზი, ლესლი ბიბი, მიშელ მონაჰენი და სხვები. 

აღსანიშნავია ის, რომ ტაილანდი ლისას მშობლური ქვეყანაა. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვის როლს შეასრულებს მომღერალი. რაც შეეხება K-Pop ვარსკვლავების კინო და სატელევიზიო ინდუსტრიაში აქტუალობას, შეგახსენებთ, რომ გასულ წელს Blackpink-ის კიდევ ერთი წევრი ვიხილეთ HBO-ს სერიალში. The Idol-ში ერთ-ერთი პერსონაჟი ჯენიმ განასახიერა. 

რაც შეეხება The White Lotus-ის მესამე სეზონის პრემიერას, ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა HBO-ს ხელმძღვანელის განცხადებით, შოუს ახალ ეპიზოდების  გამოშვება 2025 წლამდე არ იგეგმება.