მერი-ქეით და ეშლი ოლსენების minimal chic განსაკუთრებით ამაღელვებელია მათთვის, ვინც უპირატესობას არა დეკორატიულობას, არამედ სისადავეს ანიჭებს და არამარტო.

გადაჭარბებული არ უნდა იყოს იმის თქმა, რომ დღეს The Row-ს შემოთავაზებული მინიმალიზმი ყველაზე სასურველი და მდიდრულია.
„The Row 2006 წელს ეშლი და მერი-ქეით ოლსენებმა დააფუძნეს. მოდის სახლი, რომელიც მთავარ აქცენტს გამორჩეულ ქსოვილებზე, უზადო დეტალებზე და ზუსტ მკერვალობაზე აკეთებს, მარადიულ პერსპექტივას და დახელოვნებულ დამოკიდებულებებს აერთიანებს, რაც უჩვეულო კლასიკურ ხელწერას აყალიბებს. The Row-ს კოლექციები გამარტივებული ფორმების ძალასაც ავლენს და უკომპრომისო ხარისხს ეფუძნება.“

ნიუ-იორკის მოდის კვირეულის დაწყებამდე ნახევარი თვით ადრე, ბრენდი 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციას ავრცელებს. ნაადრევად გამოქვეყნებულ კატალოგში ვხვდებით როგორც ქალის, ისე მამაკაცის კოლექციას და ეს პირველი შემთვევაა, როცა ოლსენები ორივე სქესისთვის განკუთვნილ სამოსს ერთად წარმოადგენენ.
მერი-ქეითი და ეშლი თავიანთი კოლექციების ტრადიციული კალენდრის მიღმა ჩვენებას მომავალშიც გეგმავენ. ამისთვის მათ წელიწადში ორი დრო – იანვარი და ივნისი შეარჩიეს.

მშვიდ ფერებში გადაწყვეტილი კოლექცია, რომელიც ძირითად ფორმებს ოვერსაიზ სილუეტთან აერთიანებს, კომფორტსა და პრაქტიკულობას მოაზრებს, რაც პანდემიურ რეალობაში უფრო მეტად აქტუალური გახდა, The Row-სთვის კი მუდმივი ღირებულებაა.