The Lyst Index-მა მიმდინარე წლის მესამე კვარტლის შემაჯამებელი მონაცემები გამოაქვეყნა. ყველაზე აქტუალური ბრენდების ათეულში პირველ ადგილს Gucci იკავებს. მეორე და მესამე ადგილებს კი Prada და Valentino ინაწილებენ. სიაში მათ შემდეგ მოდის: Balenciaga, Miu Miu, Dior, Fendi, Diesel, Louis Vuitton და Versace. შედეგები იტალიური ბრენდების დომინაციას თვალსაჩინოს ხდის.

რაც შეეხება ყველაზე სასურველ პროდუქტებს, მოწინავე ადგილზე Miu Miu-ს “ბალერინას ფეხსაცმელებს” ვხვდებით. მეორე ადგილზეა – Birkenstock-ის საბო “Boston”-ი, ხოლო მესამეზე – Prada-ს თეთრი უმკლავებო მაისური ბრენდის ლოგოთი. ათეულში ერთადერთი სპორტული ფეხსაცმელი მოხვდა – Adidas-ის “Samba,” მე-5 პოზიციაზე. სეზონის ყველაზე სასურველი სათვალის ტრენდი კი Balenciaga-ს ეკუთვნის.

Lyst მოდის ტექნოლოგიური კომპანია და პრემიუმ სავაჭრო აპლიკაციაა, რომელსაც ყოველწლიურად 200 მილიონი ადამიანი იყენებს, რათა აღმოაჩინონ და შეიძინონ ნივთები სხვადასხვა ბრენდებისგან და მაღაზიებისგან.

The Lyst Index სწორედ Lyst-ის მომხმარებლების ქცევაზე დაკვირვებით აქვეყნებს კვარტლურ შემაჯამებელ მონაცემებს, რომლებიც ასევე ითვალისწინებს სამი თვის განმავლობაში ბრენდისა და პროდუქტის სოციალურ ქსელებში განხილვას, აქტივობასა და ჩართულობას.