მოდის ხანგრძლივი მრავალფეროვანი ისტორიის განმავლობაში, საზოგადოებამ უამრავი სხვადასხვა ტრენდი იხილა. მნივნელობა არ აქვს, თუ რამდენად პოპულარულია ის დროის კონკრეტულ მონაკვეთში, რეალური მნიშვნელობა და ღირებულება მხოლოდ წლების შემდეგ შეიძლება შეფასდეს. არსებობს მომენტის ტრენდები და არსებობს ტრენდები, რომლებიც დეკადებს უძლებს. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ე.წ. „პატარა შავი კაბა“ – საყოველთაოდ ცნობილი The little black dress, ან როგორც მას ხშირად ვუწოდებთ – შანელის LBD.

კოკო შანელი იყო პირველი დიზაინერი, რომელმაც შავი ფერი მოდაში დაამკვიდრა. სწორედ კოკომ გაათავისუფლა ეს ფერი მელანქოლიის, დაკრძალვისა და მწუხარების ვიქტორიანული პერიოდის ასოციაციებისგან. მისთვის შავი მარტივი ელეგანტურობის ეპიტომი იყო, რომელიც ყოველდღიურად შეგეძლო გეტარებინა, ამიტომ შექმნა „პატარა შავი კაბა“, რომელიც 1926 პირველად გამოქვეყნდა ვოგში ესკიზის სახითა და  წარწერით: „კაბა, რომელსაც მთელი მსოფლიო ჩაიცვამს“. ასე გაჩნდა შანელის პირველი ტრენდი.

რიტა ჰეივორთი, 1942
მერლინ მონრო, 1949
ბრიჯიტ ბარდო კანის კინოფესტივალზე, 1956
გრეის კელი, 1956
ოდრი ჰეპბერნი, 1961
ჟანა მორო, 1962
კატრინ დენევი, 1966