2 დეკემბერს, ბრიტანეთის მოდის საბჭოს ორგანიზებით, Fashion Awards 2019 გაიმართა. დაჯილდოებას ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლმა უმასპინძლა. წითელი ხალიჩა ვარსკვლავების ნაკლებობას არ განიცდიდა. განსაკუთრებული ყურადღება რიანამ და ესაპ როკიმ დაიმსახურეს. ორივეს რიანას ტანსაცმლის და აქსესუარების ბრენდის, Fenty -ს სამოსი ეცვა. მოულოდნელი მოდური არჩევანი გააკეთა ემილია კლარკმა. სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე სკიაპარელის ყვითელი კაბით გამოჩნდა. ჰოლივუდური გლამური მოაწყვეს ჯორჯო არმანის მუზებმა, რომელთა შორის ქეით ბლანშეტი და ჯულია რობერტსიც იყვნენ. ტრადიცია არ დაარღვია ანა ვინტურმა და წითელ ხალიჩაზე კვლავ კარლ ლაგერფელდის შანელი მოირგო. მოდის დაჯილდოების (2019) წითელი ხალიჩა:

Rihanna & A$AP Rocky

Emilia Clarke

Ellie Goulding

Kylie Minogue

Barbara Palvin

Elsa Hosk

Donatella Versace

Alexa Chung

Adut Akech

Charlotte Tilbury

Cate Blanchett

Shailene Woodley

Nicole Scherzinger

Naomi Campbell

Naomi Watts

Lottie Moss

Rita Ora

Irina Shayk

François Pinault & Daniel Lee

Nadja Swarovski, Amber Valletta, Joan Smalls, Karen Elson

Giorgio Armani & Julia Roberts

Rosie Huntington-Whiteley

Liya Kebede

Jourdan Dunn

Emma Roberts

Sandra Oh

Erin O’Connor

Sara Sampaio

Stella Maxwell

Winnie Harlow

Nathalie Emmanuel

Arizona Muse

Jon Kortajarena

Simon Jacquemus & Mica Arganaraz

Anna Wintour & Edward Enninful