გუშინ ლონდონში მოდის 2019 წლის დაჯილდოება გაიმართა. დაჯილდოებას თითქმის 50 წლიანი ისტორია აქვს. წარსულში ის ცნობილი იყო, როგორც ბრიტანეთის მოდის დაჯილდოება, რომელიც ადგილობრივ ბრენდებს და დიზაინერებს წარმოაჩენდა. მოგვიანებით – საერთაშორისო სახე მიიღო, თუმცა დღემდე შემორჩენილია დამოუკიდებელი კატეგორიები ბრიტანელი დიზაინერებისთვის და ბრენდებისთვის.

Cate Blanchett & Giorgio Armani – (Photo by Jeff Spicer/BFC/Getty Images)
Rihanna & ASAP Rocky

The Fashion Awards 2019 – ის ვარსკვლავი იტალიური მოდის სახლის, ბოთეგა ვენეტას ბრიტანელი შემოქმედებითი ხელმძღვანელი, დანიელ ლი გახდა. დანიელმა 4 კატეგორიაში გაიმარჯვა და გახდა პირველი დიზაინერი, რომელმაც ბრიტანეთის მოდის საბჭოსგან 1 ღამეში 4 ჯილდო მიიღო. დანიელთან ერთად მნიშვნელოვანი საღამო ჰქონდათ: რიანას, ნაომი ქემბელს, ადუთ აკეჩს, ჯორჯო არმანის და სარა ბარტონს. აღნიშნავს იმსახურებს ფაქტი, რომ გასულ 3 წელში პირველად, წლის ბიზნეს ლიდერის გამარჯვებული არ არის გუჩის გენერალური დირექტორი, მარკო ბიზარი.

Adut Akech & Pierpaolo Piccioli (Photo by Tim Whitby/BFC/Getty Images)

Rosie Huntington-Whitely & Daniel Lee, (Credit: Photo by David Fisher/Shutterstock)

გამარჯვებულები:

წლის ბრენდი: Bottega Veneta by Daniel Lee

წლის ბიზნეს ლიდერი: Remo Ruffini for Moncler

წლის აქსესუარების დიზაინერი: Daniel Lee for Bottega Veneta

წლის ტოპ მოდელი: Adut Akech

წლის საერთაშორისო დიზაინერი: Daniel Lee for Bottega Veneta

წლის ბრიტანელი დიზაინერი ქალის სამოსში: Daniel Lee for Bottega Veneta

წლის ბრიტანელი დიზაინერი კაცის სამოსში: Kim Jones for Dior Men

წლის დამწყები ბრიტანელი დიზაინერი ქალის სამოსში: Rejina Pyo for Rejina Pyo

წლის დამწყები ბრიტანელი დიზაინერი კაცის სამოსში: Bethany Williams for Bethany Williams

წლის ურბანული ბრენდი: Fenty

ჯიდლო პოზიტიური ცვლილებებისთვის: Emmanuel Gintzburger, Alexander McQueen; Gabriele Maggio, Stella McCartney; José Neves, Farfetch; Stefan Seidel, Puma; Thierry Andretta, Mulberry, Wolfgang Blau, Condé Nast

მოდის აიქონი: Naomi Campbell

იზაბელა ბლოუს სახელობის ჯილდო: Sam McKnight

ჯილდო განსაცვიფრებელი მიღწევებისთვის: Giorgio Armani

დიზაინერების დიზაინერის ჯილდო: Christopher Kane for Christopher Kane

განსაკუთრებული პატივი: Karl Lagerfeld

ბოლოს – Trailblazer Award: Sarah Burton for Alexander McQueen.