ტეილორ სვიფტის გახმაურებული მუსიკალური ტური აშშ-ში დასასრულს უახლოვდება. People, Rolling Stones, Forbes და სხვა ცნობილი ამერიკული გამოცემები იუწყებიან, რომ მომღერალმა ტურნეზე მომუშავე ყველა ადამიანისთვის რეკორდული პრემია გასცა – ჯამში, 55 მილიონ დოლარზე მეტი. TMZ -ის და ET-ის ინფორმაციით, შტატების მასშტაბით, სვიფტის ტურზე 50 მძღოლი მუშაობდა და თითოელმა მათგანმა, პრემიის სახით, 100,000 დოლარი მიიღო.
ტეილორ სვიფტმა გასულ ხუთ წელში, თავისი პირველი მუსიკალური ტური, “Eras Tour” მიმდიმარე წლის მარტში დაიწყო. ტური ტეილორის კარიერაში ყველაზე წარმატებული და მაღალშემოსავლიანი პროექტი აღმოჩნდა, ბიზნეს გამოცემები არ ერიდებიან ამბიციური პროგნოზების გაკეთებას. Forbes-ის პროგნოზით, “Eras Tour” სვიფტს მილიარდერის სტატუსს მოუტანს.
აშშ-ის შემდგომ, ტეილორი კანადას, ლათინურ ამერიკას, ავსტრალიას და ევროპას ეწვევა.