კოლინ ჰუანგი, ჩინელი მილიარდერი, რომლის მფლობელობაშია ონლაინ სავაჭრო პლატფორმა Temu, ჩინეთში ყველაზე მდიდარი ადამიანი გახდა. სიახლე ბიზნეს გამოცემა Bloomberg -მა გაავრცელა. კოლინ ჰუანგის ქონება 48.6 მილიარდ დოლარად შეფასდა, რის შემდეგაც, მან ჩამოსასხმელი წყლისა და სასმელების კომპანიის, Nongfu Spring-ის დამფუძნებელს, ჭონგ შანშანს გადაუსწრო და ახლა ჩინეთში ყველაზე მდიდარი ადამიანია.

ბოლო დროს, ჩინური სავაჭრო აპლიკაცია, რომელიც ონლაინ შოპინგის მოყვარულებს ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს მათთვის საჭირო ნივთებს, დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად.

აღსანიშნავია, რომ Temu -ს გარდა, კოლინ ჰუანგი სხვა ონლაინ სავაჭრო ბიზნესებსაც ფლობს, მათ შორისაა: Oku და Pinduoduo, თუმცა როგორც Bloomberg აღნიშნავს, ჰუანგის წარმატებისა და შემოსავლის მთავარი წყარო არის Temu. წარსულში, კოლინი Google-ის ინჟინერი იყო და ჩინეთში Google-ის სერვისების გაფართოებაზე მუშაობდა. მას ჩინეთის ახალი თაობის მილიარდერებს მიაკუთვნებენ.