ქუჩის სტილის მოყვარულებს Telfar-მა ინსტაგრამზე სასიხარულო სიახლე გაუზიარა: ახალი ჩანთა, რომელსაც ბრენდი თებერვალში გამოუშვებს.
მრგვალი ფორმა ინსტაგრამზე გავრცელებულ თიზერში ნათლად ჩანს, ჩანთის სახელიც შესაბამისია – The Pill, ხოლო პოსტის აღწერა შემდეგია, “მაღალი ტექნოლოგია თუ მაღალი მოდა? მაკიაჟის ჩანთა თუ კომპაქტური დისკი? ჩანთა თუ “ორგანაიზერი”? YA თუ NAH?”
ახალი ჩანთის შესახებ ბევრი რამ ჯერ-ჯერობით უცნობია, მაგალითად, ფასები, ფერები, მასალა, და ა.შ. თუმცა ცნობილია, რომ ”The Pill” 3 სხვადასხვა ზომის იქნება და მათი გაყიდვაში ჩაშვების თარიღი 10 თებერვალია.
მიუხედავად იმისა, რომ ტელფარი ჯერ-ჯერობით დეტალების გასაიდუმლოებას ცდილობს, ნიუ-იორკის მეტროში ბრენდის მოყვარულებმა ახალი ჩანთის დიზაინს მიმსგავსებული აქსესუარი შენიშნეს და რა თქმა უნდა, ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნეს.
The Pill-ის ანონსი ბრენდისთვის პირველი საფულის გამოშვების შემდეგ, მალევე მოხდა, ასე რომ, ახალი პროდუქტის პატარა ზომაში გამოშვება ლოგიკურია. 17 ფერში ხელმისაწვდომი საფულე, Grapevine-ის მიხედვით, 5 წუთში სრულად ამოიყიდა, ამასთან ისინი უკვე გამოჩნდა გადამყიდველების ბაზარზე და მათი ფასი გამაოგნებლად, 1500 დოლარითაა გაზრდილი.
ტელფარს აქამდე სამი IT ჩანთა აქვს გამოშვებული, უკვე ლეგენდარული Shopping Tote, Circle და Duffle bag. აღნიშნულ ჩანთებს არა მხოლოდ ქუჩის სტილის მოყვარულების გულები აქვს მოგებული, ტელფარის ჩანთებით ხშირად ჩნდებიან წამყვანი სელებრითები. მეტიც, Shopping Tote-ს მოდაში „ბუშვიქის ბირკინსაც“ უწოდებენ.