13 ოქტომბერს, 94 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს კინოთეატრებში ტეილორ სვიფტის Eras Tour-ის საკონცერტო ფილმის პრემიერა შედგა.
საკონცერტო ფილმის შემოსავალმა რეკორდი საპრემიერო კვირაშივე დაამყარა. Forbes -ის ცნობით, მხოლოდ აშშ-სა და კანადაში, Eras Tour-ის ფილმის პირველი 3 დღის შემოსავალმა 92,8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც სვიფტის ნამუშევარს ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან საკონცერტო ფილმად აქცევს.
The New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-სა და კანადის გარდა, საერთაშორისო კინოთეატრებში ფილმმა დამატებით 33 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავა.
Eras Tour ფილმი ტეილორ სვიფტის გახმაურებული საკონცერტო ტურნეს მაღალი ხარისხის ჩანაწერია, რომელიც 3 საათის განმავლობაში გრძელდება. ფილმის გადაღება 15 მილიონი დაჯდა და მისი გამოსვლა პოპ-ვარსკვლავმა ტურნეს ამერიკული ნაწილის დასრულების შემდეგ დააანონსა. ტეილორი ევროპასა და აზიას, გახმაურებული საკონცერტო ტურნეთი, 2024 წელს ეწვევა.