ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტეილორ სვიფტმა ბოლო ტური გამართა. ამ დროის განმავლობაში, მომღერალმა 4 სტუდიური ალბომი გამოუშვა, მათ შორის “Folklore”, რომელმაც ტეილორს გრემის ჯილდო მოუტანა. Eras Tour 17 მარტს, გლენდეილში, არიზონაში გაიხსნა 3 საათიანი კონცერტით, რომელსაც 80.000 ადამიანი დაესწრო. ტეილორმა საკუთარი დისკოგრაფიიდან 44 სიმღერა შეასრულა და ამავდროულად დროში, ან, როგორც ტურის სახელწოდება მიუთითებს, ერებში იმოგზაურა.

კონცერტის გამხსნელი ერა ალბომი “Lover” გახდა, რომლის სიმღერებიც ტეილორმა Versace-ს თვლებით გაფორმებული ბოდეთი და Christian Louboutin-ის ფეხსაცმლით შემოსილმა შეასრულა.

მომდევნო საინტერესო ლუქი, რომლითაც ტეილორი სცენაზე მაყურებლის წინაშე წარსდგა, Nicole + Felicia Couture-ის ოქროსფერი საღამოს კაბაა, რომელშიც მომღერალმა ალბომის, “Fearless”-ის ჰიტები შეასრულა.

პანდემიის პერიოდში გამოშვებული “Folklore”-ის რომანტიული ბალადებისთვის ტეილორმა შესაფერისი, იისფერი Alberta Feretti-ს ფრიალა კაბა მოირგო, რომელიც ალბომის თემატიკას იდეალურად ეხმაურება.

რაც შეეხება ტეილორის ყველაზე გახმაურებულ ერას, ალბომიდან “1989”, ტეილორმა რობერტო კავალის წითელი თვლებიანი სეტი მოირგო და შეასრულა ისეთი ჰიტები, როგორებიცაა “Style,” “Blank Space,” “Shake It Off,” და “Wildest Dreams”.

უახლეს ალბომის “Midnights”-ის შესრულებისას კი, მომღერალი სცენაზე Oscar de la Renta-ს შავი ბოდეთი გამოჩნდა, რომელიც ალბომის შუაღამის თემატიკითაა შექმნილი.

Eras ტური ამ ეტაპზე მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებს მოიცავს და ჯამში 52 კონცერტია დაგეგმილი. ჯერ-ჯერობით უცნობია, გასცდება თუ არა ტეილორი მშობლიურ ქვეყანას მომდევნო ტურით.