ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და განვითარებაში უდიდესი როლი უკავია ღონისძიებებს, რომლებშიც ჩართულნი არიან, როგორც ადგილობრივი, აგრეთვე საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები. ამ მიმართულებით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჩვენს რეგიონში, ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა კულტურულმა ღონისძიებამ გუშინ აიღო სტარტი. “თბილისის კულტურის კვირეული” ქართველი და საერთაშორისო არტისტების საგამოფენო სივრცეებითა და ნაციონალური ბალეტის, სუხიშვილების შოუთი გაიხსნა. ღონისძიების ერთ-ერთი პარტნიორია Mastercard. ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი გამოირჩევა ქართული კულტურისა და მისი პოპულარიზაციისთვის დაგეგმილი ღონისძიებების განსაკუთრებული მხარდაჭერით. გამონაკლისი რა თქმა უნდა არ არის “თბილისის კულტურის კვირეული”, რომელიც ოთხი დღის განმავლობაში, 30-ზე მეტ არტისტს გააერთიანებს. მათი ნამუშევრებს კი, საერთაშორისო პრესის ისეთი გამოცემები გააშუქებენ, როგორებიცაა: Forbes US, GQ, Elle, Washington Post, The Guardian და ა.შ.

ფოტოგრაფი: გიორგი ინდუაშვილი

ღონისძიების მასპინძელია Factory Tbilisi – კოკა-კოლას ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებული ხელოვნების, მოდისა და კულტურის ცენტრი. ამ უნიკალურ სივრცეში, “თბილისის კულტურის კვირეულის” ფარგლებში, ათზე მეტი საგამოფენო სივრცე გაიხსნა. კვირეულის მრავალფეროვანი პროგრამა და წარმოდგენილი საგამოფენო სივრცეები, აერთიანებს ხელოვნების თითქმის ყველა მიმართულებას, იქნება ეს მხატვრობა, ფოტოგრაფია, კინორეჟისურა, თუ მოდა.

ფოტოგრაფი: გიორგი ინდუაშვილი

ტატო ახალკაციშვილი, უტა ბექაია, კონსტანტინე მინდაძე, ზურაბ არაბიძე, ლევან მინდიაშვილი, ანა დვალი, ნანა ესიავა – ეს იმ ქართველი არტისტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შემოქმედებითი ხედვითა და ნიჭით გადმოცემული ისტორიები ხელოვნების მოყვარულების გულებს იპყრობს. ადგილობრივ არტისტებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია მოდის ჟურნალისტიკის საკულტო ფიგურის, დაიან პერნეს კურატორობით მოწყობილმა გამოფენამ. მოდის ერთ-ერთმა ნოვატორმა ბლოგერმა და კრიტიკოსმა, მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის, A Shaded View on Fashion Film-ის დამფუძნებელმა, დაიან პერნემ გამოფენაში წარმოგვიდგინა საინტერესო ნიჭისა და ხედვის მქონე არტისტების ნამუშევრები, როგორებიც არიან: GUDU, KVARTI, SEBASTIAN A. DE RUFFRAY და ა.შ.

ქართულ კულტურაზე რთულია საუბარი, თუ არ ვახსენებთ ქართულ ეროვნულ ბალეტს – სუხიშვილებს. “თბილისის კულტურის კვირეულის” პირველი დღე სწორედ სუხიშვილებმა დახურეს. მოცეკვავეებმა ადგილობრივ და საერთაშორისო აუდიტორიას დაუვიწყარი შოუ აჩვენეს. სიმბოლური და ნიშანდობლივია ისიც, რომ “თბილისის კულტურის კვირეული” წელს ევროპის დღეებს ეძღვნება და როგორც უკვე ითქვა, მიზნად ისახავს ქართული კულტურისა და ხელოვნების საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებას. სუხიშვილები კი, ქართული ერისა და ხელოვნების ის დიდებული საგანძურია, რომელიც ქართულ კულტურას საერთაშორისო მასშტაბით, უდიდეს პოპულარიზაციას უწევს.

ფოტოგრაფი: გიორგი ინდუაშვილი

“თბილისის კულტურის კვირეული” ოთხი დღე გაგრძელდება და 12 მაისს დაიხურება. Fashionholics Online კვირეულს Mastercard-თან პარტნიორობით აშუქებს. მნიშვნელოვანი სიახლეებისა და საინტერესო მიმოხილვებისთვის თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ არხებს.